ჩვენი სერვისები

ჩვენ გთავაზობთ სწრაფ, საიმედო და ხარისხიან მომსახურებას. ჩვენთან ერთად თქვენი ბიზნესი წარმატებული გახდება.


შიდა
გადაზიდვა
ტრაილერები
სრული
დატვირთვით
ნაკრები
ტვირთები
სახიფათო
ტვირთები
არაგაბარიტული
ტვირთები
საჰაერო
გადაზიდვა
საბროკერო
მომსახურება
საზღვაო
გადაზიდვა
 
დაგვიკავშირდით

 



მოგვწერეთ ნებისმიერ საკითხზე.
ჩვენ მზად ვართ თქვენ დასახმარებლად.

ტელ: +995 (32) 2 236 238
ელ. ფოსტა: goldway@goldway.com.ge



f
in
g
 
ჩვენ
შესახებ


 

 

   შიდა გადაზიდვა

    კომპანია „Gold Way” სხვა მრავალ სერვისთან ერთად გთავაზობთ შიდა გადაზიდვის სერვისს, რომელიც გულისხმობს საქართველოს ტერიტორიაზე სრული ან ნაწილობრივი დატვირთვის ტრაილერის ტრანსპორტირებას. ძირითადად აღნიშნული სერვისი გამოიყენება საკონტეინერო გადაზიდვებში საქართველოს პორტიდან ნებისმიერი მიმართულებით ან საბაჟო ტერმინალიდან კლიენტის საწყობამდე.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კომპანიამ განახორციელა დიდი რაოდენობის შიდა გადაზიდვა რამოდენიმე სახელმწიფო ტენდერის ფარგლებში.

 

×


 

 

   ჩვენი სერვისი

    კომპანია „Gold Way” ლოჯისტიკური სერვისის ფართო სპექტრს გთავაზობთ.

ჩვენთან შეგიძლიათ ნებისმიერი სახის ტვირთის ჩამოტანა სახმელეთო და საჰაერო გზით, აგრეთვე, გთავაზობთ ტვირთის საზღვაო ტრანსპორტირებას დიდი ბრუნვების შემთხვევაში, საგრძნობლად დაბალი ტარიფებით და საუკეთესო დაგეგმარებით, არაგაბარიტული ტვირთების ტრანსპორტირებასა და საბაჟო-საბროკერო მომსახურების სრულ სერვისს.

ჩვენთან თანამშრომლობის წყალობით, ყოველთვის იქნებით ინფორმირებულნი ტვირთის ზუსტი ადგილმდებარეობის შესახებ, ზუსტად გეცოდინებათ, რომ ტვირთი დაგეგმილ ვადაში დანიშნულების ადგილზე გექნებათ და, შესაბამისად, შეძლებთ თქვენი საქმიანობის სწორად და მომგებიანად წარმართვას.

ყველაზე მთავარი ლოჯისტიკურ სფეროში დროის სწორი მენეჯმენტია. იმ ფაქტორის წყალობით, რომ გადაზიდვის მთელი პროცესი ტვირთის აღების წერტილიდან დანიშნულების საბოლოო ადგილამდე ჩვენი გუნდის მიერ იგეგმება და ადგილი არ აქვს მიღებული შეკვეთის სხვა კომპანიებისთვის გადამისამართებას, გამოირიცხება ტვირთის დაგვიანების,  დამატებითი ხარჯების და ინფორმაციის ნაკლებობის საშიშროება.

“Gold Way” გთავაზობთ ხარისხიან, სწრაფ, სანდო და მოქნილ სერვისს ყველაზე მისაღებ ფასში.

×


 

 

   ტრაილერები სრული დატვირთვით

   იმ შემთხვევაში, თუკი თქვენი ტვირთი საჭიროებს მთლიანი მანქანით ტრანსპორტირებას, მზად ვართ თქვენთვის სასურველ დროსა და ადგილზე ნებისმიერი ტიპისა და სპეციფიკის მანქანა მოგაწოდოთ. შეკვეთიდან, მაქსიმუმ, სამი სამუშაო დღის განმავლობაში მანქანა  საჭირო მისამართზე იქნება, რომელიც მხოლოდ თქვენი (ერთი კომპანიის) ტვირთით დაიტვირთება და პირდაპირ საბოლოო დანიშნულების წერტილისკენ გაემართება.

“GOLD WAY“-ს მომსახურების არეალი ტრაილერის სრული დატვირთვით მოიცავს ევროპის ნებისმიერ ქვეყანასა და თურქეთს.

ჩვენ გთავაზობთ ტვირთის გადაზიდვას ევროპის ყველა წერტილიდან საქართველოსა და სომხეთის მიმართულებით და პირიქით.

თურქეთიდან მთლიანი მანქანების ტრანსპორტირება ჩვენი კომპანიის მეშვეობით მინიმალურ ფასად შეგიძლიათ. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა შეუზღუდავი რაოდენობით მოგაწოდოთ ნებისმიერი მოცულობის მანქანები ნებისმიერ დროსა და ადგილზე. შეკვეთიდან, მაქსიმუმ, 1 დღეში ჩვენი მანქანა დატვირთვის მისამართზე იქნება, ხოლო ტრანსპორტირების ვადა შეადგენს  2-3 დღეს. კომპანიას თურქეთში აქვს საკუთარი საბროკერო, რომელიც უზრუნველყოფს ნებისმიერი პრობლემის მოგვარებას საბაჟოზე (საბუთები, საექსპორტო დეკლარაცია, TIR).

ჩვენ გთავაზობთ მთლიანი მანქანების ტრანსპორტირების მომსახურების სრულ სპექტრს:

×


 

 

   ნაკრები ტვირთების გადაზიდვა

  ნაკრები (ე.წ. „გრუპაჟული“) ტვირთების ტრანსპორტირების სერვისი არის იმ კომპანიებისთვის, რომელთაც სურთ მცირე რაოდენობის ტვირთების ტრასნპორტირება უმოკლეს ვადებში. ამ შემთხვევაში, თქვენი ტვირთი სხვა კომპანიების ტვირთებთან ერთად კომპლექტდება ერთ მთლიან ტრაილერზე.

ჩვენ ნებისმიერ მომენტში შეგვიძლია შემოგთავაზოთ ნაკრები ტვირთის გადაზიდვა ევროპის ნებისმიერი წერტილიდან. ტვირთის ასაღებად გვჭირდება, მაქსიმუმ, 3 დღე შეკვეთის აღებიდან. დაგროვილ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ჩვენ შევძელით ევროპის ნებისმიერი წერტილიდან ტვირთის ტრანსპორტირების ვადის შემცირება 12-15 დღემდე.

ჩვენი კომპანია გთავაზობთ „გრუპაჟული“ ტვირთების ტრანსპორტირებას ევროპის ნებისმიერი ქვეყნიდან საქართველოს და სომხეთის მიმართულებით.

ნაკრები ტვირთების ტრანსპორტირების მომსახურება მოიცავს:

საწყობების განლაგება ევროპაში:

×



 

 

   სახიფათო ტვირთები

სახიფათოდ ითვლება ტვირთები, რომლებსაც შეუძლიათ ზიანი მიაყენონ გერემოსა და ადამიანების ჯანმრთელობას. ასეთი ტვირთების საავტომობილო გდაზიდვა ხორციელდება სახიფათო ტვირთების შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულების (ADR) და სპეციალური ინსტრუქციის თანახმად. სახიფათო ტვირთების გადაზიდვისთვის გამოიყენება სპეციალურად მოწყობილი სატრანსპორტო საშუალებები, რომლებზეც შესაბამისი ნებართვაა გცემული, მძღოლებს კი სპეციალური მომზადება აქვთ გვლილი.

გაეროს მიერ სახიფათო ტვირთები დაყოფილია 9 კლასად:

  1. ფეთქებადი მასალები და საგნები
  2. შეკუმშული და წნევის ქვეშ გახსნილი გაზები
  3. ადვილად აალებადი სითხეები
  4. ადვილად აალებადი ნივთიერებები და ორგანული პეროქსიდები
  5. მჟანგავი ნივთიერებები და ორგანული პეროქსიდები
  6. შხამიანი და ინფექციური ნივთიერებები
  7. რადიოაქტიური ნივთიერებები
  8. მჟანგავი ნივთიერებები
  9. სხვა სახიფათო ნივთიერებები
×


 

 

   არაგაბარიტული ტვირთები

   არაგაბარიტულია ტვირთი, რომელიც არ თავსდება სტანდარტულ მისაბმელსა თუ კონტეინერში. ტვირთი, რომელიც აღემატება სიგრძით 13.6 მეტრს, სიგანით 2.50 მეტრს, სიმაღლით 3 მეტრს და წონით 24 ტონას, არაგაბარიტულ ტვირთად ითვლება. არაგაბარიტული და მძიმეწონიანი ტვირთების გადაზიდვას სჭირდება სპეციალური ტექნიკა და ნებართვები, თუმცა გადაზიდვის მთავარ ასპექტს წარმოადგენს საინჟინრო დაგეგმარების ეფექტიანად წარმოება.

ჩვენ გთავაზობთ არაგაბარიტული ტვირთების ტრანსპორტირებას ევროპის ნებისმიერი ქვეყნიდან და თურქეთიდან საქართველოსა და სომხეთის მიმართულებით.

მომსახურება მოიცავს:

×


 

 

საჰაერო გადაზიდვები

“GOLD WAY” გთავაზობთ ტვირთის საჰაერო გზით ტრანსპორტირებას მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან.
საჰაერო გადაზიდვით სარგებლობის დროს, თქვენ იღებთ ტვირთს დანიშნულების ადგილზე უმოკლეს ვადაში (3-5 დღე). ტვირთის სახმელეთო გზით ტრანსპორტირებასთან შედარებით, საჰაერო გადაზიდვა, ბუნებრივია, უფრო ძვირადღირებული სერვისია, თუმცა, ზოგჯერ, ბევრად უფრო ხელსაყრელი.

ჩვენ გთავაზობთ საჰაერო გზით ტრანსპორტირებისთვის დაშვებული ნებისმიერი ტვირთის ტრანსპორტირებას. ჩვენი კომპანიის სერვისით სარგებლობისას, თქვენ გეძლევათ საშუალება, ისარგებლოთ საგრძნობლად დაბალი ტარიფებით საჰაერო გადაზიდვის კვალობაზე.

ჩვენი კომპანიის მომსახურება საჰაერო გადაზიდვაზე მოიცავს:

×


 

 

   საბროკერო მომსახურება

  “Gold Way”  გთავაზობთ საბაჟო-საბროკერო მომსახურებას როგორც ექსპორტზე, ასევე, იმპორტზე. ჩვენი კომპანია იღებს საბროკერო პასუხისმგებლობას ტვირთის აღებიდან მისი საბოოლოო დანიშნულების წერტილამდე, რაც ითვალისწინებს ყველანაირი საბაჟო პროცედურის და საბუთების სწორად და დროულად წარმოებასა და კონტროლს.

 ჩვენი კომპანია გთავაზობთ ტვირთის ტრანსპორტირებისთვის საჭირო ყველა სახის საბუთის მომზადებას:

×


 

 

საზღვაო გადაზიდვა

საზღვაო გადაზიდვები ახალგახსნილი მიმართულებაა. ბაზარზე ოპერირების ორწლიან პერიოდში კომპანია არ აკეთებდა საზღვაო გადაზიდვებს, რადგან ვთვლით, რომ კომპანია უნდა იყოს ორიენტირებული იმ მიმართულებებზე, რომელშიც უდაოდ ლიდერი და კონკურენტუნარიანია. მიუხედავად აღნიშნული აზრისა, სომხეთის ბაზარზე შესვლისთანავე, გაჩნდა საკმაოდ დიდი მოთხოვნა საკონტეინერო გადაზიდვების, რის გამოც შეიქმნა და ჩამოყალიბდა ახალი მიმართულება საზღვაო გადაზიდვების კუთხით და მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ ეს მიმართულება, ჯერ-ჯერობით, დახვეწის პროცესშია,მოხარულები ვართ აღვნიშნოთ, რომ უკვე ჩვენი ტარიფები საკმაოდ კონკურენტუნარიანია როგორც საქართველოს, ასევე, სომხეთის ბაზარზეც.

საზღვაო გადაზიდვა გადაზიდვის ერთ-ერთი ფართოდ გამოყენებული მეთოდია, მისი ეკონომიურობის გამო.

ჩვენ გთავაზობთ:

×

 

 

 

პასუხისმგებლობა

პასუხისმგებლობა და ტვირთების უსაფრთხოებაზე ზრუნვა კომპანიის სიძლიერის ის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორია, რომელსაც განსაკუთრებული ყურადღება ექცევა.

საერთაშორისო გადაზიდვების სფეროში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს ტვირთის უსაფრთხო ტრანსპორტირებას და იმას, თუ რამდენად არის მზად გადამზიდავი კომპანია წარმოქმნილი ზიანის შემთხვევაში საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა.

აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში კომპანია "GOLD WAY"-ს აქვს სამი ძირითადი უპირატესობა: 

 

×


 

 

   ტრაილერის ზომები

    

   კონტეინერის ზომები

    

    ინკოტერმსი

    

    სახიფათო ტვირთები (ADR)

      

×


 

 

   მოგესალმებით

    ჩვენთვის დიდი პატივია წარმოგიდგინოთ კომპანია, რომელმაც საკმაოდ მცირე ვადებში მოახერხა ბაზრის დაპყრობა და წამყვანი პოზიციების დაკავება.

GOLD WAY

"GOLD WAY" არის ქართული კომპანია, რომელმაც მოღვაწეობა დაიწყო 2011 წელს საქართველოს ბაზარზე. ევროპულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, გამოცდილი და მოტივირებული კადრებით, კომპანიის სწორი კურსითა და ხარისხიანი პროდუქტით GOLD WAY-მ მისი არსებობის საკმაოდ მცირე პერიოდში სრული გადატრიალება მოახდინა საქართველოს ბაზარზე.

ინოვაციებისა და კრეატივის გამოყენებით "GOLD WAY"-მ დანერგა მომსახურებისა და სერვის პლიუსის ახალი კულტურა.

კლიენტებზე ზრუნვა, ინფორმაციის დროულად მიწოდება, პრობლემის გადაჭრის სწრაფი და ეფექტური ხერხები, დაზღვეული პასუხისმგებლობა და დაბალი ტარიფები - ეს იმ ღირებულებების მცირე ჩამონათვალია, რომლითაც ამაყობს კომპანია.

დღესდღეობით, "GOLD WAY" უწევს პარტნიორობას საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ბაზარზე არსებულ წამყვან კომპანიებს, რაც, თავის მხრივ, ადასტურებს "GOLD WAY"-ს მაღალ ხარისხსა და სანდოობას.

განვითარება

ინოვაციური ტარიფებითა და ზემოთჩამოთვლილი ღირებულებების მეშვეობით, კომპანიამ დაარსებიდან პირველივე თვეებში დაიმსახურა კლიენტების ნდობა და მხარდაჭერა.

დაარსების დღიდან დღემდე "GOLD WAY" მუდმივად ვითარდება, იხვეწება სერვისი და პროდუქტი და ერგება თითოეულ კლიენტს.

ჩვენთვის ნებისმიერი მომხმარებლის აზრი ან შენიშვნა მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ აღნიშნული პოლიტიკა იძლევა კომპანიის სწორად განვითარების საშუალებას.

2012 წლის ბოლოსთვის, კომპანიის სანდოობიდან გამომდინარე, "GOLD WAY"-ს სერვისის მომხმარებლები გახდნენ უცხოური კომპანიები (სომხეთი,აზერბაიჯანი).

შექმნილი მოთხოვნიდან გამომდინარე, იქნა მიღებული სომხეთის ბაზარზე შესვლის გადაწყვეტილება. 2013 წელს, ქ.ერევანში გაიხსნა "GOLD WAY"-ს პირველი უცხოური ფილიალი, რომელიც ჩვენს უცხოელ პარტნიორებს სთავაზობს გაცილებით მოქნილ და კომფორტულ სერვისს.

ბაზრის წილი

ზოგადი (2011-2014 წ)

გადაზიდვის ტიპი: სახმელეთო

სახმელეთო გადაზიდვები (შერეული ტვირთები, ტრაილერები სრული დატვირთვით) ევროპიდან და თურქეთიდან კომპანიის ერთ-ერთი მთავარი და ძლიერი მიმართულებაა. "GOLD WAY" ფლობს საკუთარ სასაწყობე სისტემებს ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, რაც, ერთის მხრივ, გვაძლევს იმის საშუალებას, რომ სრულად გაკონტროლდეს ტრანსპორტირების პროცესი, რაც, თავის მხრივ, განაპირობებს მაღალი ხარისხის სერვისს და, მეორეს მხრივ, თითოეულ გადაზიდვაზე შეირჩეს კლიენტისთვის მისაღები და მასზე მორგებული ტარიფი.

გადაზიდვის ტიპი: საჰაერო

კომპანია "GOLD WAY" ახორციელებს საჰაერო გადაზიდვებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ტარიფებით ერთ-ერთი ლიდერი და კონკურენტული კომპანიაა საქართველოსა და სომხეთის ბაზრებზე.

გადაზიდვის ტიპი: საზღვაო

საზღვაო გადაზიდვები ახალ გახსნილი მიმართულებაა. ბაზარზე ოპერირების ორწლიან პერიოდში კომპანია არ აკეთებდა საზღვაო გადაზიდვებს, რადგან ვთვლით, რომ კომპანია უნდა იყოს ორიენტირებული იმ მიმართულებებზე, რაშიც უდაოდ ლიდერი და კონკურენტუნარიანია. მიუხედავად აღნიშნული აზრისა, სომხეთის ბაზარზე შესვლისთანავე გაჩნდა საკმაოდ დიდი მოთხოვნა საკონტეინერო გადაზიდვების, რის გამოც შეიქმნა და ჩამოყალიბდა ახალი მიმართულება საზღვაო გადაზიდვების კუთხით და მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ ეს მიმართულება ჯერჯერობით დახვეწის პროცესშია ,მოხარულები ვართ აღვნიშნოთ, რომ ჩვენი ტარიფები უკვე საკმაოდ კონკურენტულია როგორც საქართველოს, აგრეთვე სომხეთის ბაზარზეც.

სამომავლო გეგმები

2014 წლის ბოლომდე კომპანია გეგმავს გაფართოებას საქართველოსა და სომხეთის ბაზრებზე. როგორც კი სომხეთის ბაზარზე კომპანია სტაბილურად დაიწყებს ოპერირებას, რაც პირველადი მონაცემების მიხედვით გეგმაზე სწრაფად მიმდინარეობს, დაიწყება მოსამზადებელი პერიოდი აზერბაიჯანის ბაზარზე შესასვლელად. ზემოაღნიშნული ქვეყნები, ეკონომიკური და ბიზნეს თვალსაზრისით, საკმაოდ პერსპექტიული და აქტუალურია ჩვენი კომპანიისთვის.

 

 

 

მადლობა ყურადღებისთვის
პატივისცემით

GOLD WAY
თქენი ბიზნესის სანდო და გამოცდილი პარტნიორი

 

×

 

 

 

დღის სიახლე

2014 წელს გაიხსნა კომპანია "GOLD WAY"-ს ფილიალი, სახელწოდებით: "GOLD WAY ARMENIA"

 

×



 

   ჩვენ შესახებ
    კომპანია “Gold Way” დაარსდა 2011 წელს, როდესაც საქართველოს ბაზარზე გაჩნდა მასიური მოთხოვნილება გამჭვირვალე და ინდივიდუალური სერვისისა. სწორედ ამ მიზნით, მრავალწლიან ევროპულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, შეიქმნა გაერთიანება, რომლის მთავარი ამოცანა იყო მაღალი ხარისხის სერვისის შექმნა კონკურენტული და ხელმისაწვდომი ტარიფებით. სანდო სერვისმა განაპირობა კომპანიის სწრაფი ზრდა, რამაც გაერთიანების სტრატეგიის რეფორმის საჭიროება წარმოშვა, რომლის არსიც შემდგომში მდგომარეობდა:  „გადაზიდვის ტარიფების კიდევ უფრო შემცირება ხარისხიანი სერვისის შენარჩუნების პირობებში“ - აღნიშნული რეფორმა წარმატებით გატარდა და დაინერგა.

    კომპანია "Gold Way"-ს ლოჯისტიკური ჯგუფი ორიენტირებულია შესთავაზოს სანდო სერვისი და დაბალი ფასები იმპორტიორებსა და მომწოდებლებს, რომლებსაც სურთ სწრაფად, ეფექტურად, უსაფრთხოდ და მომგებიანად განახორციელონ თავიანთი ტვირთების ტრანსპორტირება. პროფესიონალი მენეჯერების, პროცესების სპეციალიზაციის და უახლესი ტექნოლოგიების დახმარებით, ჩვენ შევძელით მაქსიმალურად დაბალი ტარიფებისა და დახვეწილი სერვისის შექმნა. ინდივიდუალური მიდგომა თითოეული გადაზიდვისადმი კომპანიის წარმატების განმაპირობებელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.

   მისია
    ლოჯისტიკა თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სფეროა, რომელიც ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ჩვენი მისიაა საქართველოს შიდა და გარე ვაჭრობის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანიებისთვის ოპერატიული, სანდო და ხარისხიანი სერვისის შეთავაზების საფუძველზე.

   მიზანი
    ჩვენი კომპანიის მიზანია საქართველოს ბაზრისთვის ნოვატორული ლოჯისტიკური მომსახურების შეთავაზება და განვითარება, რომელიც დაფუძნებულია ოპერატიულობასა და სანდოობაზე, ტვირთების ტრანსპორტირების ყველაზე ოპტიმალური მარშრუტების დაგეგმარებასა და ჩვენი მომხმარებლებისთვის დროითი და ფინანსური რესურსების დაზოგვის ხელშეწყობაზე. ჩვენ არ ვიშურებთ ძალისხმევას იმისთვის, რომ გავამართლოთ თქვენი მოლოდინი. ჩვენმა გუნდმა შეძლო კომპანიის დაარსებიდან დღემდე წამყვანი პოზიციის დაკავება ქართულ ლოჯისტიკურ კომპანიებს შორის და ჩვენ მზად ვართ განვაგრძოთ წინსვლა და განვითარება ყველასთვის სასიკეთო და სასურველი მიზნების მისაღწევად.

 

 

×