საჰაერო გადაზიდვის უპირატესობები – ტოპ 5

ტვირთის ტრანსპორტირება სხვადასხვა გზით ხორციელდება, როგორიცაა სახმელეთო, საზღვაო, სარკინიგზო და საჰაერო გზები. თითოეულ მათგანს გააჩნია თავისი უპირატესობა. ამ სტატიაში ვისაუბრებთ საჰაერო გადაზიდვების ტოპ 5 უპირატესობაზე:

1.სწრაფი გადაზიდვის მეთოდი

როდესაც ტვირთის სწრაფი ტრანსპორტირება არის საჭირო, საჰაერო გადაზიდვას არ ყავს კონკურენტი. მისი მეშვეობით შესაძლებელია განხორციელდეს თქვენი ტვირთის გადაზიდვა ყველაზე სწრაფად, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან.

საჰაერო გადაზიდვის უპირატესობები

2.ჩაფრენის ზუსტი დრო

ავია გადაზიდვები ხორციელდება მკაცრი გრაფიკის მიხედვით, ამიტომაც ცდომილება ვადებში არის მინიმალური, თქვენ ზუსტად გეცოდინებათ როდის ჩამოფრინდება თვითმფრინავი თქვენი ტვირთით.

3. ტვირთის გაგზავნა ხორციელდება თითქმის ყველგან

საჰაერო ტრანსპორტი საშუალებას იძლევა თქვენი ტვირთის გადაზიდვა მოხდეს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, სადაც აეროპორტია.

4. უსაფრთხოების მაღალი დონე 

საჰაერო ტრანსპორტირება ხასიათდება დაცულობის მაღალი დონით, მასზე ვრცელდება აეროპორტების უსაფრთხოების კონტროლის მექანიზმები, რაც იცავს თქვენს ტვირტს, როგორც ქურდობისგან, ასევე დაზიანებისგანაც.

5. ტვირთი საჭიროებს ნაკლებ შეფუთვას

როგორც წესი, საჰაერო გადაზიდვებისას, ტვირთის შეფუთვა ხორციელდება ნაკლებად მძიმე ფორმით, რაც საშუალებას იძლევა დაზოგოთ დამატებითი შეფუთვის ხარჯები.

 

არ გამოტოვო სპეციალური შეთავაზებები

გამოიწერე GOLDWAY