საბაჟო კონტროლის ზონა

საერთაშორისო გადაზიდვების კომპანია GOLD WAY- ს მიერ, საკუთარი საბაჟო ტერმინალისა და საბაჟო საწყობების სისტემის შექმნა იყო ახალი და ამბიციური განაცხადი ქართულ ბაზარზე.

ჩვენი კომპანიის მთავარი მიზანი არის ერთი ქოლგის პრინციპით მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ ჩვენს მომხმარებელს. ვინაიდან საერთაშორისო გადაზიდვები წარმოადგენს კომპლექსურ სერვისს, ჩვენ ვცდილობთ მისი შემადგენელი თითოეული კომპონენტი შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებელს ექსკლუზიურად და სწორედ ამ იდეის სრულყოფას ემსახურება GOLD WAY-ს საბაჟო ტერმინალის შექმნა.

ტვირთები რომლის სახმელეთო გადაზიდვასაც ახორციელებს GOLD WAY, შედის GOLD WAY-ის საბაჟო კონტროლის ზონაზე, სადაც მომხმარებლის მოსვლამდე ხდება ტვირთის დაცლა, დასაწყობება და მარკირება. პარალელურად, ყოველგვარი რიგების გარეშე, GOLD WAY-ს მებაჟე-დეკლარანტი ახდენს ადგილზე ტვირთის განბაჟებას, რაც წარმოადგენს დამატებით კომფორტს და ზოგავს თქვენს დროით რესურსს.

ნაკრები ტვირთების ტრანსპორტირება საბაჟო კონტროლის ზონის მეშვეობით ჩვენ ვახორციელებთ შემდეგი ტიპის სერვისებს:

არ გამოტოვო სპეციალური შეთავაზებები

გამოიწერე GOLDWAY