კომპანიის განვითარება
2011

დაარსდა საერთაშორისო გადაზიდვების კომპანია  GOLD WAY

2012

GOLD WAY ARMENIA

გაიხსნა კომპანიის ოფიციალური წარმომადგენლობა სომხეთში

2014

GOLD WAY GROUP

განხორციელდა კომპანიის რებრენდინგი

2015

საწყობების ქსელი

მიმდინარე წელს მოხდა საწყობების ქსელის გაფართოება ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში

2016

ავტოპარკის განახლება

2016 წელს მოხდა კომპანიის მფლობელობაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების განახლება და გაფართოება

2017

GOLD WAY BLTP

ტურისტული მიმართულება

2018

საბაჟო ტერმინალი

საექსპორტო ხაზი

ინტერნეტ პლატფორმა

2019

GOLD WAY
კომპანიის ზრდა 25%

2020

Covid-19
კომპანიის ზრდა 14%

2021

GOLD WAY
კომპანიის ზრდა 20%

2022
GOLD WAY
კომპანიის ზრდა 24%
ახალი სათაო ოფისი
2023

ხალი  ფილიალის გახსნა

კომპანიის ზრდა 25%

2011

“GOLD WAY” არის ქართული კომპანია, რომელმაც მოღვაწეობა დაიწყო 2011 წელს საქართველოს ბაზარზეევროპულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, მოტივირებული კადრებით, კომპანიის სწორი კურსითა და ხარისხიანი პროდუქტით GOLD WAY- მისი არსებობის საკმაოდ მცირე პერიოდში თქვა ახალი სიტყვა საქართველოს ბაზარზე.

ინოვაციებისა მიდგომების გამოყენებით , ჩვენმა გუნდმა დანერგა მომსახურებისა და სერვის პლიუსის ახალი კულტურა.

ჩვენთვის თითოეული მომხმარებლის აზრი მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ აღნიშნული პოლიტიკა იძლევა კომპანიის სწორად განვითარების საშუალებას.

კლიენტებზე ზრუნვა, ინფორმაციის დროულად მიწოდება, პრობლემის გადაჭრის სწრაფი და ეფექტური ხერხები, დაზღვეული პასუხისმგებლობა და ოპტიმალური ტარიფები – ეს იმ ღირებულებების მცირე ჩამონათვალია, რომლითაც ამაყობს კომპანია.

2012

დაარსებიდან ერთ წელში, ჩვენმა გუნდმა გააფართოვა ოპერირების არეალი და შევიდა სომხეთისა და აზერბაიჯანის ბაზრებზე.

2013

შექმნილი მოთხოვნიდან გამომდინარე, სომხეთში, გაიხსნა “GOLD WAY”- ფილიალი.

დღესდღეობით, “GOLD WAY” უწევს პარტნიორობას საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ბაზარზე არსებულ წამყვან კომპანიებს, რაც, თავის მხრივ, დასტურია “GOLD WAY”- მაღალ ხარისხისა და სანდოობის.

2014

განხორციელდა კომპანიის რებრენდინგი 

2015

საერთაშორისო გადაზიდვების ტარიფების, მარშრუტებისა და ვადების ოპტიმიზაციის მიზნით, ჩვენმა გუნდა გააფართოვა სასაწყობე ქსელი ევროპის მასშტაბით, რაც თავის მხრივ დადებითდ აისახა საბოლოო სერვისის ხარისხზე.

2016

განახლდა კომპანიის მფლობელობაში არსებული ავტოპარკი, რის შედეგადაც შემცირდა საწვავისა და გადაზიდვებთან დაკავშირებული სხვა ხარჯები. შედეგად მოვახდინეთ გადაზიდვის ტარიფების მაქსიმალური ოპტიმიზაცია.

2017

ჩვენი გუნდისთვის, აღნიშნული წელი იყო ახალი გამოცდილებებითა და გაბედული გადაწყვეტილებებით  დატვირთული წელი. შევედით ტურისტულ ბაზარზე დააქტიურად დავიწყეთ ამ მიმართულების განვითრება. 

2018

წინა წლის შემართებას არც ამ წელს ვუღალატეთ და ჩვენს მომხმარებელს შევთავაზეთ უნიკალური სერვისი – საკუთრი საბაჟო კონტროლის ზონა და საბაჟო საწყობები. 

ამ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯით დავზოგეთ მომხმარებლის დროითი და ფინანსური რესურსი, ვინაიდან ყოველგვარი რიგების გარეშე, მარტივად, კომფორტულ გარემოში, შესაძლებელი გავხადეთ ტვირთის განბაჟება.

დამატებითად ხელმისაწვდომი გახდა განუბაჟებელი ტვირთის დასაწყობება, რაც იმპორტიორი კომპანიებისთვის, რიგ შემთხვევაში უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობა აღმოჩნდა. 

პარალელურად დაიხვეწა საბროკერო მომსახურებისა და შიდა გადაზიდვის სერვისი

მარტივად რომ ვთქვათ, საქართველოში გავხდით პირველი, რეალურად კარიდან კარამდე სერვისის მიმწოდებელი კომპანია

 როგორ? ეხლავე აგიხსნით.

გაგიკვირდებათ და არც ამაზე გავჩერებულვართ, ამავე წელს სატესტო რეჟიმში ჩავუშვით ახალი, ინოოვაციური სერვისი, ნაკრები ტვირთების საექსპორტო ხაზი საქართველოდან ევროპის მიმართულებით. აღნიშნული სერვისით, საშუალება მივეცით ჩვენს მეწარმეებს, კონკურენტული ტარიფებით გაეტანათ საკუთარი პროდუქცია ევროპის ბაზარზე.

პირველმა მომხმარებელმაც არ დააყოვნა. 

შედეგად დიტო პაპას კახური ქვევრები წარმატებით გაიგზავნა საფრანგეთის ერთ-ერთ შატოში და გააგრძელა ქართული ისტორია.

2019

კომპანია მიმდინარე წელს გაიზარდა 25 % – ით, რაც ჩვენი გუნდისთვის იყო ერთგვარი ტრიუმფი და საზღაური იმ დაუღალავი შრომისა, რომელსაც თითოეული გუნდის წევრი წევს ყოველდღიურად

2020

COVID – 19, პანდემია, კომენდანტი, რეგულაციები – ზრდა 14 % !

2021

კომპანიის ზრდა 20%

2022

კომპანიის ზრდა 24%

ახალი სათაო ოფისი

2023

კომპანიის ზრდა 25%

ახალი ფილიალის გახსნა

არ გამოტოვო სპეციალური შეთავაზებები

გამოიწერე GOLDWAY