პირველი ქალი მძღოლები

ქალები საჭეს თითქმის მამაკაცების კვალდაკვალ დაეუფლნენ.

უკვე საკმაოდ დიდი ხანია ისინი არა მარტო მსუბუქ ავტომობილებს, არამედ სატვირთოებს, ავტობუსებს, მატარებლებს, თვითფრინავებს და სარბოლო მანქანებსაც კი მართავენ და ცდილობენ დაანგრიონ არსებული სტერეოტიპები.

წარმოგიდგენთ პირველი ქალი მძღოლების ისტორიებს, რომლებიც მეცხრამეტე საუკუნიდან იწყება:

1.მსახიობი მინი პალმერი იყო პირველი ქალი მძღოლი, რომელიც საკუთარი ავტომობილის საჭეს 1897 წელს დაეუფლა.

2.1900 წელს ბრიტანელი ვერა ჰეჯესი იყო პირველი ქალი, რომელმაც მართვის გამოცდა ჩააბარა პარიზში.

3.პირველი ქალი, რომელმაც თვითმფრინავი მართა ტერეზა პელტიერი გახლდათ.

არავინ იცის კონკრეტული თარიღი, თუ როდის იფრინა მან პირველად.  ცნობილია, რომ ეს 1908 წელს მოხდა. თუმცა, მას მფრინავის ლიცენზია არ ჰქონია.

4.1910 წელს კი ბარონესა რაიმონდ დე ლაროშე იყო პირველი ქალი, რომელმაც მიიღო პილოტის ლიცენზია, თუმცა, პირველი მსოფლიო ომის დროს ის ჯარში მძღოლად მსახურობდა, რადგან სამხედრო მეთაურები სკეპტიკურად უყურებდნენ ქალ მფრინავებს.

5.1974 წელს ჯილ ვინერი გახდა ავტობუსის პირველი ქალი მძღოლი.

6.აღსანიშნავია ორი ქალბატონი, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ლოჯისტიკის ისტორიაში ქალის როლის ზრდაში. ლუელა ბეიცმა და ლილი ელიზაბეტ დრენანმა დაანგრიეს სოციალური ნორმები და გახდნენ სატვირთოს პირველი ქალი მძღოლები.

ლუელა ბეიტსმა დაიწყო თავისი კარიერა პირველი მსოფლიო ომის დროს და მუშაობდა Four Wheel Drive Auto Co – თვის 1918 წლიდან 1922 წლამდე. 1920 წელს მან მიიღო ლიცენზია და ოფიციალურად გახდა სატვირთოს პირველი ქალი მძღოლი.

1917 წელს კი, ლილი დრენანმა თავის ქმართან ერთად შექმნა სატვირთო გადაზიდვების კომპანია და თავად გახდა ერთ-ერთი სატვირთოს მძღოლი.

7.ქალებმა თავი გამოიჩინეს ასევე ავტორბოლაში , რომელშიც დღემდე, ასე თუ ისე, მამაკაცები დომინირებენ. სარა ქრისტიანი იყო პირველი ქალი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო NASCAR-ის სანქცირებულ ღონისძიებაში 1949 წელს, მეექვსე ადგილი დაიკავა ლანგჰორნის ჩქაროსნულ ტრასაზე და მეხუთე ადგილი ჰეიდელბერგის სარბოლო ტრასაზე.

ეს არის მხოლოდ მცირე ჩამონათვალი იმ ქალებისა, რომლებმაც დაარღვიეს სტერეოტიპები, აჯობეს საზოგადოებრივ აზრს და დადგნენ განვითარებაში მამაკაცების გვერდით.

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოსთვის ქალის მძღოლის ამპლუაში ხილვა ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნიდან ასე თუ ისე მიღებული პრაქტიკაა, საუდის არაბეთში ეს პირველი ქალი მძღლები მხოლოდ 2018 წელს გაჩნდნენ.

2018 წლამდე საუდის არაბეთი იყო ერთადერთი ქვეყანა, სადაც ქალებს ეკრძალებოდათ ავტომობილის ტარება.

დღესდღეობით კი, საბედნიეროდ, ეს აკრძალვა წარსულს ჩაბარდა, ისევე როგორც მომავალში დაინგრევა და წარსულში დარჩება ქალებთან დაკავშირებული ყველა სტეროტიპი.

 

არ გამოტოვო სპეციალური შეთავაზებები

გამოიწერე GOLDWAY