საინტერესო ფაქტები – პირველი ავარიები მსოფლიოში
ძნელია იმის დადგენა, რომელი იყო პირველი საავტომობილო ავარია, თუმცა ამ სტატიაში გვსურს წარმოგიდგინოთ შემთხვევები, რომლებიც მიიჩნევა პირველ საავტმობილო ინციდენტებად. ზოგიერთი მათგანი მძიმე შედეგებით დასრულდა.
მერი უორდი 1869
1869 წელს ირლანდიელი მეცნიერი მერი უორდი თავისი ბიძაშვილების მიერ შექმნილ ორთქლის ძრავიან ავტომობილს მართავდა.
მოსახვევში იგი მანქანიდან ამოვარდა და საავტომობილო ბილიკზე დაეცა, ამასობაში კი მანქანის ერთ-ერთმა ბორბალმა მას გადაუარა და კისერი მოსტეხა. შედეგად, ის ადგილზევე გარდაიცვალა.
მერი უორდი აუცილებლად გადარჩებოდა თანამედროვე უსაფრთხოების სისტემის მქონე ავტომობილში, რომ მჯდარიყო.
ჯეიმს ლამერტი 1891
პირველი ბენზინის ძრავიანი ავტომობილის ავარია აშშ-ის შტატ ოჰაიოში მოხდა.
1891 წელს, ინჟინერი ჯეიმს ლამერტი მართავდა ერთ-ერთ თავის გამოგონებას, ადრეულ ბენზინის ძრავიან ავტომობილს, როდესაც ის “პატარა ხიფათში” გაეხვია.
მეცნიერი მარტო არ იმყოფებოდა, მას თან ახლდა, მეგობარი – ჯეიმს სვოვლენდი.
მანქანა მიწიდან ამოშვერილ ხის ფესვს დაეჯახა, ლამბერტმა კონტროლი დაკარგა და ბოძს მიეჯახა. ორივე მგზავრი მცირე დაზიანებებით გადარჩა.
ბრიჯით დრისკოლი 1896
ქვეითებთან შეჯახებაც არ იყო უცხო ძველ დროში, 1896 წელს ბრიჯით დრისკოლს, ლონდონის ტროტუარზე, გაზის ძრავიანმა ანგლო-ფრანგული მოდელის მანქანამ დაარტყა, რომელსაც ართურ ედსელი მართავდა, შედეგად ბრიჯითი გარდაიცვალა.
მანქანა მაღალი სიჩქარით (4 მილი საათში) მოძრაობდა. ამბობენ, რომ დრისკოლი იმდენად შეშფოთებული იყო, რომ ადგილზე გაიყინა და გარდაუვალი ავარია თავიდან ვერ აირიდა.
ედსელი დააპატიმრეს, თუმცა გარდაცვალების მიზეზად უბედური შემთხვევა მიიჩნიეს. ექსპერტიზაზე, დრისკოლის გვამის შემოწმების შემდეგ, ექსპერტმა განაცხადა, რომ იმედი ჰქონდა, ასეთი რამ აღარასდროს მოხდებოდა. იმავე წელს ნიუ იორკში ავტომობილმა ველოსიპედისტი მოკლა.
ჰენრი ბლისი 1899
აშშ-ში პირველი ქვეითი მოსიარულის მანქანით გამოწვეული სიკვდილი დაფიქსირდა 13 სექტემბერს, 1899 წელს.
ჰენრი ბლისი ნიუ იორკის ტრამვაიდან ჩამოდიოდა, როდესაც მას ელექტრო ძრავიანი ტაქსი დაეჯახა. ის მეორე დილით გარდაიცვალა თავში და მკერდში მიყენებული მძიმე დაზიანებების გამო.
არსებობს უფრო ძველი სატრანსპორტო შემთხვევის ჩანაწერი?
არსებობს ვარაუდები, რომ 1771 წელს, საფრანგეთში, ნიკოლას-ჯოზეფ კუგნოტის მეორე ორთქლის ძრავიანი ავტომობილი (თუ შეძლება მას ვუწოდოთ ავტომობილი) სატესტო გასვლის დროს კედელს შეასკდა.
ეს ინფორმაცია დადასტურებული არ არის და შესაბამისად, ვერ ვუწოდებთ მას პირველ ავარიას. თუმცა ამბავი ნამდვილად საინტერესოა.