მეგა სატრანსპორტო პროექტები მსოფლიოში

მეგაპროექტი შეიძლება განისაზღვროს, როგორც უკიდურესი სირთულეების მქონე, მნიშვნელოვანი ფუნქციისა და 1  მილიარდზე მეტი ბიუჯეტის მქონე პროექტი.

ამ სტატიაში, მოგიყვებით 5 მეგა სატრანსპორტო პროექტებზე მსოფლიოში:

1.ჰონგ კონგი – ჯუჰაი – მაკაუს ხიდი (აზია)

პროექტი მოიცავს ხიდებისა და გვირაბების სერიას, რომლებიც ჰონგ-კონგს მაკაუსთან და ჯუჰაისთან აკავშირებს:

ხიდის სიგრძე 55 კმ-ია. მისი მშენებლობა 2009 წელს დაიწყო და 2018 წელს დასრულდა. ხიდის ღირებულებამ 18 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა.

ამ პროექტის მეშვეობით, ჰონგ კონგიდან მაკაუმდე და ჯუჰაიმდე სავალი გზის დრო 3 საათიდან ნახევარ საათამდე შემცირდა.

2.კალიფორნიის მაღალსიჩქარიანი სარკინიგზო ხაზი (აშშ)

მაღალსიჩქარიანი სარკინიგზო ხაზი ამჟამად მშენებლობის პროცესშია და ორ ხაზადაა გაყოფილი. პივრელი ხაზი ენაჰაიმს და სან ფრანცისკოს დააკავშირებს, ხოლო მეორე ჩრდილოეთით გაგრძელდება საკრამენტოსკენ, სამხრეთით სან დიეგოსკენ და მთავარ ქალაქებს ერთმანეთს დააკავშირებს.

მშენებლობა 2015 წელს დაიწყო და საბოლოოდ 2030 წლისთვის დასრულდება. მისი ღირებულება დაახლოებით 64 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

3.სტამბოლის ახალი აეროპორტი (შუა აზია/ევროპა)

სტამბოლის ახალი აეროპორტი მსოფლიოში სიდიდით პირველია, იგი მდებარეობს ქალაქის ევროპულ ნაწილში. მისი მშენებლობა 2015 წელს დაიწყო, 2018-ში გაიხსნა და საბოლოოდ 2030 წლამდე სრულიად დასრულდება.

ახალი აეროპორტი წელიწადში 200 მილიონ მგზავრს დაიტევს და მისი ღირებულება ჯამში 29 მილიარდი აშშ დოლარი იქნება.

 

4.ვესტკონექსი – სიდნეი (ავსტრალია)

ჰარბორის  ხიდის შემდეგ, ეს ავსტრალიაში ყველაზე დიდი პროექტია, რომელიც 12 მილიარდი აშშ დოლარი დაჯდება.

განახლებული ავტომაგისტრალი M4 და M5 მაგისტრალებს ერთმანეთს მელბურნის ცენტრის გავლით დააკავშირებს.

მისი მიზანი მოგზაურობის დროის შემცირებაა ისე, რომ მელბურნის ცენტრში საცობები არ შეიქმნას. ამით გაუმჯობესდება საგზაო ინფრასტრუქტურაც.

უახლესი მონაცემებით, იგი 2023 წლისთვის უნდა დასრულდეს.

5.ლონდონის რკინიგზა – ელიზაბეტის ხაზი (ევროპა)

ევროპის უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტი, სახელად „ქროსრეილი“ 2018 წლის დეკემბერში უნდა გახსნილიყო, თუმცა მისი გახსნა 2020 წლისთვის გადაიდო.

„ქროსრეილი“ ცენტრალურ ლონდონს დასავლეთით რიდინგსა და ჰითროუს დააკავშირებს, ხოლო აღმოსავლეთით შენფილდსა და აბი ვუდს. მეგა პროექტი მოიცავს 10 ახალი სადგურის მშენებლობას.

პროექტის ჯამური ღირებულება 20 მილიარდამდე აშშ დოლარია და წელიწადში ის 200 მილიონი მგზავრის გადაყვანას უზრუნველყოფს.

რომელი პროექტია თქვენი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი და რატომ?

არ გამოტოვო სპეციალური შეთავაზებები

გამოიწერე GOLDWAY