სახმელეთო გადაზიდვები
საერთაშორისო გადაზიდვებს უდიდესი როლი ენიჭება როგორც საერთაშორისო ვაჭრობის, აგრეთვე ქვეყნის ეკონომიკისა და ბიზნეს სექტორის განვითრებისთვის. საერთაშორისო გადაზიდვების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს მიმართულებას წარმოადგენს საერთაშორისო სახმელეთო გადაზიდვები.
აღნიშნული მიმართულებით GOLD WAY ბაზრის უპირობო ლიდერია.
GOLD WAY გთავაზობთ ტვირთის საერთაშორის სახმელეთო გადაზიდვის მომსახურების სრულ სპექტრს, რაც მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:
ნაკრები ტვირთების ტრანსპორტირება
- ნაკრები ტვირთები ევროპიდან
- ნაკრები ტვირთები თურქეთიდან
- ნაკრები ტვირთები დსთ ქვეყნებიდან
მთლიანი მანქანების ტრანსპორტირება
- ტრაილერები სრული დატვირთვით ევროპიდან
- ტრაილერები სრული დატვირთვით ევროპიდან
- ტრაილერები სრული დატვირთვით დსთ ქვეყნებიდან
სახიფათო ტვირთების ტრანსპორტირება
- ნაკრები ტვირთები
- ტრაილერები სრული დატვირთვით
ტრაილერები სრულიდატვირთვით
- ნაკრები ტვირთები
- ტრაილერები სრული დატვირთვით
რატომ GOLD WAY ?
საკუთარი ავტოპარკი
კომპანიის საკუთრებაშია სტანდარტული, ჯუმბო და მეგა ტრაილერები. თითეული მათგანი აღჭურვილია GPS ნავიგაციის სისტემით, რომელიც ინტეგრირებულია ექსკლუზიურად ჩვენი კომპანიისათვის შექმნილ ონლაინ პლატფორმასთან, რაც ჩვენს მომხმარებელს უმარტივებს ინფორმაციის მიღებისა და ტვირთის კონტროლის პროცესს.
საერთაშორისო სახმელეთო გადაზიდვების კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებებით განხორციელება უმნიშვნელოვანესი როლი ეკისრება საერთაშორისო სახმელეთო გადაზიდვის კონკურენტუნარიანი ტარიფის ფორმირებაში.
სასაწყობე ქსელი
GOLD WAY ფლობს ლოგისტიკურად სწორად განლაგებულ სასაწყობე ქსელს მთელი ევროპისა და თურქეთის მასშტაბით, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს უმოკლეს ვადებში ოპტიმალური მარშრუტების შერჩევას თქვენი ტვირთის ტრანსპორტირებისთვის.
ოპტიმალურად შერჩეული მარშრუტი დამატებითი ბერკეტია გადაზიდვის ტარიფის ოპტიმიზაციისათვის. კომპანიის საწყობები ევროპის მასშტაბით განლაგებულია გერმანიაში, იტალიაში, ესპანეთში, საფრანგეთში, ინგლისში, პოლონეთსა და ბულგარეთში.
თურქეთის საწყობი მდებარეობს სტამბულში. ყველა საწყობი არის ევროსტანდარტების და აღჭურვილია მუდმივი ვიდეო მონიტორინგის სისტემით.
ამავდროულად ყველა ტვირთის მიღება და აღრიცხვა ხდება ელექტრონულად პროგრამაში, რაც ტვირთებზე მაქსიმალური კონტროლის შესაძლებლობას იძლევა.
საბაჟო კონტროლის ზონა
საერთაშორისო გადაზიდვების კომპანია GOLD WAY- ს მიერ, საკუთარი საბაჟო ტერმინალისა და საბაჟო საწყობების სისტემის შექმნა იყო ახალი და ამბიციური განაცხადი ქართულ ბაზარზე.
ჩვენი კომპანიის მთავარი მიზანი არის ერთი ქოლგის პრინციპით მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ ჩვენს მომხმარებელს. ვინაიდან საერთაშორისო გადაზიდვები წარმოადგენს კომპლექსურ სერვისს, ჩვენ ვცდილობთ მისი შემადგენელი თითოეული კომპონენტი შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებელს ექსკლუზიურად და სწორედ ამ იდეის სრულყოფას ემსახურება GOLD WAY-ს საბაჟო ტერმინალის შექმნა.
ტვირთები რომლის სახმელეთო გადაზიდვასაც ახორციელებს GOLD WAY, შედის GOLD WAY-ის საბაჟო კონტროლის ზონაზე, სადაც მომხმარებლის მოსვლამდე ხდება ტვირთის დაცლა, დასაწყობება და მარკირება. პარალელურად, ყოველგვარი რიგების გარეშე, GOLD WAY-ს მებაჟე-დეკლარანტი ახდენს ადგილზე ტვირთის განბაჟებას, რაც წარმოადგენს დამატებით კომფორტს და ზოგავს თქვენს დროით რესურსს.
დაზღვეული ტვირთები და პასუხისმგებლობა
ტვირთის უსაფრთხო ტრანსპორტირებაზე ზრუნვა GOLD WAY-ს სიძლიერის ის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორია, რომელსაც განსაკუთრებული ყურადღება ექცევა.
საერთაშორისო სახმელეთო გადაზიდვების სფეროში უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს ტვირთის უსაფრთხო ტრანსპორტირებას და იმას, თუ რამდენად არის მზად გადამზიდავი კომპანია წარმოქმნილი ზიანის შემთხვევაში კუთვნილი პასუხისმგებლობის ასაღებად.
აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში GOLD WAY-ს გააჩნია სამი ძირითდი უპირატესობა:
- გადამზიდავის პასუხისმგებლობის დაზღვევა
- ტვირთის დაზღვევა
- სრული პასუხისმგებლობა ტვირთის აღებიდან საბოლოო დანიშნულების წერტილამდე
ინოვაციური ინტერნეტ პლატფორმა
GOLD WAY-ის საერთაშორისო გადაზიდვების ინტერნეტ პლატფორმა შეიქმნა პროცესების ოპტიმიზაციისა და მომხმარებლებისთვის ინფორმაციის მიწოდების გამარტივების მიზნით.
ჩვენს პარტნიორებს შეუძლიათ ისარგებლონ პირადი კაბინეტით, სადაც მიიღებენ სრულ და ამომწურავ ინფორმაციას თავიანთი ტვირთის ტრანსპორტირების შესახებ, იხილავენ თანდართულ დოკუმენტაციას და სხვა.
გარდა ამისა, პროგრამა მოკლეტექსტური შეტყობინების და მეილის მეშვეობით ტვირთის საერთაშორისო გადაზიდვის ყველა ეტაპზე განუახლებს და მიაწვდის ინფორმაციას ავტომატურ რეჟიმში.
ჩვენთან თანამშრომლობით ტვირთის გადაზიდვის პროცესი გაცილებით მოქნილი, ეფექტური და სასიამოვნოა. საბოლო შედეგი კი დაზოგილი დრო და ფინანსები.
ტვირთის ტრანსპორტირების ოპტიმალური ვადები და ტარიფები
ზემოთხსენებული ფაქტორებიდან გამომდინარე, ვინაიდან საერთაშორისო სახმელეთო გადაზიდვის ყველა ეტაპი ოპტიმიზირებულია და კონტროლირებადია GOLD WAY-ს მიერ, ტვირთის ტრანსპორტირების ვადები დაყვანილია შესაძლებელ მინიმუმამდე.
რაც შეეხება საერთაშორის გადაზიდვის ტარიფს GOLD WAY გულახდილად გირჩევთ შეამოწმოთ და თავად დარწმუნდეთ.