არაგაბარიტული ტვირთები
არაგაბარიტულია ტვირთი, რომელიც არ თავსდება სტანდარტულ მისაბმელსა თუ კონტეინერში. ტვირთი, რომელიც აღემატება სიგრძით 13.6 მეტრს, სიგანით 2.50 მეტრს, სიმაღლით 3 მეტრს და წონით 24 ტონას, არაგაბარიტულ ტვირთად ითვლება. არაგაბარიტული და მძიმეწონიანი ტვირთების გადაზიდვას სჭირდება სპეციალური ტექნიკა და ნებართვები, თუმცა გადაზიდვის მთავარ ასპექტს წარმოადგენს საინჟინრო დაგეგმარების ეფექტიანად წარმოება.
ჩვენ გთავაზობთ არაგაბარიტული ტვირთების ტრანსპორტირებას ევროპის ნებისმიერი ქვეყნიდან და თურქეთიდან საქართველოსა და სომხეთის მიმართულებით.
მომსახურება მოიცავს:
- გადაზიდვის მარშრუტის შემუშავებას;
- არაგაბარიტული ტვირთის გადაზიდვისთვისთვის აუცილებელი სატრანსპორტო სპეცტექნიკის შერჩევას და დროულად მიწოდებას;
- სპეციალური ნებართვებისა და სხვა სახის დოკუმენტაციის მომზადებას;
- უსაფრთხოების მენეჯერის მხრიდან – აღნიშნული ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვის კონტროლს;
- დაცვა-გაცილების ორგანიზებას