ტვირთის ექსპორტი საქართველოდან
საქართველოდან ტვირთის ექსპორტზე გატანის რამოდენიმე გზა არსებობს, მათგან ყველაზე ეფექტური მცირე მოცულობის ტვირთებისთვის არის ნაკრები ტვირთების ექსპორტის სახმელეთო ხაზი.
ექსპორტის სახმელეთო ხაზის ეფექტურობა განპირობებულია ორი ძირითადი კომპონენტით:
- გადაზიდვის ოპტიმალური ვადა
- გადაზიდვის ოპტიმალური ღირებულება
გადაზიდვის ვადის ოპტიმალურობა აუცილებელია პროდუქციის დროული მიწოდებისა და მარაგების ეფექტური მართვისათვის ხოლო გადაზიდვის ოპტიმალური ღირებულება, თავის მხრივ პოზიტიურ გავლენას ახდენს პროდუქციის ღირებულებასა და კონკურენტუნარიანობაზე.
რა უნდა იცოდეთ ნაკრები ტვირთის ტრანსპორტირებისას?
ტვირთი უნდა შეიფუთოს სათანადოდ, რაც თავის მხრივ შეამცირებს ტვირთის დაზიანების რისკს
ტრანსპორტირების დოკუმენტებში უნდა მიეთითოს ზუსტი ინფორმაცია, რაც აგვარიდებს გართულებებს სასაზღვრო/საბაჟო პუნქტებში.
გადაზიდვის მარშრუტი უნდა შეირჩეს სწორად, რაც თავის მხრივ განაპირობებს გადაზიდვის ღირებულებისა და ვადების ოპტიმალურობას
GOLD WAY გთავაზობთ გადაზიდვის სრული ჯაჭვის ხარისხიან დაგეგმვას, მენეჯმენტსა და კონტროლს.
GOLD WAY – ს ნაკრები ტვირთების ექსპორტის სახმელეთო ხაზის სერვისი მოიცავს :
- ტვირთის საექსპორტოდ მომზადებას (შეფუთვა, დაპალეტება, მარკირება)
- საექსპორტო დოკუმენტაციის მომზადება
- ექსპორტისთვის საჭირო საბაჟო პროცედურების წარმოება
- ტვირთის დაზღვევა
- საჭიროების შემთხვევაში ტვირთის საბაჟო კონტროლის ზონაში დასაწყობება
- ტვირთის საბოლოო დანიშნულების წერტილამდე ტრანსპორტირებას
დაგვიკავშირდით, კონსულტაცია უფასოა
+995 (32) 2 236 238
ასევე დაგაინტერესბსთ: ტვირთის იმპორტი გერმანიიდან