ტვირთის გადაზიდვა გემით
ნებისმიერი ბიზნესისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონეა, განახორციელოს ტვირთის ტრანსპორტირება, ნაკლები ფინანსური და დროითი რესურსის გამოყენებით, ყველაზე უფრო უსაფრთხოდ. ამ სტატიაში ვისაუბრებთ, თუ რატომაა ეფექტური ტვირთის გადაზიდვა გემით.
გემით ტრანსპორტირება განსაკუთრებით ეფექტურია, როდესაც თქვენი პრიორიტეტია გადაზიდვის ღირებულება და ტვირთის ოდენობა.
წარმოგიდგენთ ტვირთის გემით ტრანსპორტირების 3 ძირითად უპირატესობას:
დაბალი ფასები
ნებისმიერი ბიზნესის მთავარი მიზანია ტრანსპორტირების დაბალი ღირებულება. ამის შესაძლებლობას იძლევა გემით ტრანსპორტირება, რომლითაც შესაძლებელია დიდი ოდენობით ტვირთის გადაზიდვა, წინასწარ დაგეგმილი მარშრუტით.
მეტი დრო დოკუმენტაციის მოსაგვარებლად
დოკუმენტაციის როლი ძალიან მნიშვნელოვანია ტვირთის სწრაფი და უსაფრთხო ტრანსპორტირებისთვის. საზღვაო ტრანსპორტირების შემთხვევაში, არსებობს ელექტრონული სისტემები, რომელთა გამოყენებით, ზუსტად გაქვთ ინფორმაცია სად და როდის იმყოფება თქვენი ტვირთი. გარდა ამისა, თქვენ გაქვთ მეტი დრო მოაგვაროთ ბიუროკრატიული საკითხები, ამავე სისტემის მეშვეობით.
ზომები და წონა
გემით ტრანსპორტირების ერთ-ერთი უპირატესობაა, განსხვავებული ზომისა და წონის ტვირთის ტრანსპორტირება, როდესაც მაგალითად საჰაერო გზებით ტრანსპორტირებისას, ეს ელემენტები შეზღუდული სახით არსებობს.
მოგვწერეთ ნებისმიერ საკითხზე, ჩვენ მზად ვართ თქვენ დასახმარებლად.
goldway@goldway.com.ge