ტვირთის ტრანსპორტირება – 4 რჩევა
იყო დრო, როდესაც ტვირთის ტრანსპორტირება ზღვის საშუალებით დიდ შრომას მოითხოვდა. – უკვე აღარ, დღესდღეობით, კომერციული ორგანიზაციების უმეტესობა ბიზნესს გლობალურად აკეთებს. ისინი აწვდიან პროდუქციას როგორც ინდივიდუალურად, ასევე, კომპანიებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მრავალი ქვეყნის ეკონომიკა დიდწილად დამოკიდებულია საქონლის ექსპორტზე სხვა ქვეყნებში.
ჩვენ მოგცემთ 4 რჩევას, რომელიც ტვირთის გადაზიდვისას უნდა გაითვალისწინოთ:
- ტვირთის უსაფრთხო მიწოდება ზუსტ ადგილმდებარეობაზე
პირველ რიგში, როდესაც საქმე ტვირთის გადაზიდვას ეხება, ყურადსაღები ფაქტი მისი უსაფრთხო მიწოდებაა ზუსტ ადგილმდებარეობაზე. ამიტომ შეარჩიეთ ისეთი კომპანია, რომელიც ამას უზრუნველყოფს.
- გარანტია
იქამდე, სანამ ტვირთის ლოჯისტიკური მომსახურების გამოყენების საკითხს გადაწყვეტთ, უმჯობესია, მოითხოვოთ კომპანიისგან გარანტია, რადგან ასე თქვენც დაზღვეული იქნებით გაუთვალისწინებელი რისკებისგან და კომპანიაც პირნათლად აგინაზღაურებთ დანაკარგს.
- შეამოწმეთ გადამზიდავი კომპანიის ლიცენზია
აირჩიეთ სატვირთო გადაზიდვების კომპანია, რომელიც დაკავშირებულია და უზრუნველყოფს ლიცენზირებულ მომსახურებას. ამგვარი ობიექტის შერჩევისას, დარწმუნდებით, რომ კარგ მომსახურებას მიიღებთ და მარცხის შემთხვევაში, დანაკარგს აინაზღაურებთ.
- ფასი
რა თქმა უნდა, ყველას აინტერესებს ფასი და ხშირად გადაწყვეტილების მიღებაში ფასი წამყვან როლს თამაშობს. ამიტომ შეეცადეთ ყველა იმ ზემოთხსენებული მოთხოვნების დაკმაყოფილებით, შეარჩიოთ ისეთი კომპანია, რომელიც ტრანსპორტირებაში რეალურ ფასს მოგთხოვთ.
მით უმეტეს, თუკი ტვირთის გადაზიდვა ბიზნესისთვის გჭირდებათ, ხოლო გადაზიდვის ხარჯები შესაბამისობაში არ მოდის თქვენი კომპანიის მიერ გაყიდული პროდუქციის ხარჯებთან, ეს თქვენთვის წამგებიანი საქმე იქნება, ამიტომაც აირჩიეთ კომპანია, რომელიც გთავაზობთ დაბალ ფასსა და კარგ პირობებს.