ჭკვიანი გზები – სატრანსპორტო რევოლუცია?
სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა მუდმივად ვითარდება, თუმცა თანამედროვე სამყაროში, სადაც ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი იღუპება საგზაო მოძრაობისას, ხოლო მსხვილი ქალაქები პარალიზებულია მუდმივი საცობებით, გვჭირდება ტექნოლოგიები, რომლებიც სატრანსპორტო მიმოსვლას გაამარტივებს და გაზრდის ჩვენი გზების მდგრადობას.
სწორედ ასეთ საშუალებას წარმოადგენს – ჭკვიანი გზები. აღნიშნული ტექნოლოგია ხასიათდება მეტი სისუფთავით, სისწრაფით და საიმედოობით.
ჭკვიანი გზა სენსორების მეშვეობით უკავშირდება სატრანსპორტო სტრუქტურას და გააჩნია მონაცემთა შენახვისა და გარემოში მომხდარ ცვლილებებზე რეაგირების უნარი.
გზები პირდაპირი მნიშვნელობით დაელაპარაკებიან სატრანასპორტო საშუალებებს და მოახდენენ, როგორც მგზავრების, ისე ტვირთის უფრო ეფექტურად ტრანსპორტირებას.
ჭკვიანი გზა შეძლებს მზის ენერგიის ელექტროენერგიად გარდაქმნას ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურისთვის. ის ღამით იკაშკაშებს ფოტო-ლუმინესცენური ფხვნილის საშუალებით, რომელიც დაიტენება დღის განმავლობაში.
ის გამოიყენებს მოძრაობის სენსორულ განათებას, რომელიც გზის იმ ნაწილს გაანათებს, რომელიც გამოყენებული იქნება და უზრუნველყოფს ღამის ხილვადობას ნებისმიერ ამინდში.
მომავალში ჭკვიანი გზები შეძლებენ დაადნონ მოყინული გზა, ელექტროენერგიის ან ცხელი წყლის საშუალებით, რაც შეამცირებს ავტოავარიებისგან გამოწვეულ ზიანსა და სიკვდილიანობას.
ქვეყნები მილიარდობით დოლარს ხარჯავენ საავტომობილო გზების შეკეთებაზე, ასევე, ძვირი უჯდებათ ზამთრისთვის მომზადება მძღოლებსაც. – ჭკვიან გზებს კი, როგორც ჩანს, შეუძლიათ ამ პრობლემების გადაჭრა.
დაგვიწერეთ კომენტარებში, რას ფიქრობთ ჭკვიან გზებზე, რამდენად რეალურია მათი დანერგვა საქართველოში?