განბაჟების ლიმიტი 500 ლარამდე გაიზრდება?
„ევროპულმა საქართველომ“ პარლამენტში კანონპროექტი შეიტანა, რომელიც გულისხმობს, განბაჟების ლიმიტის 300-იდან 500 ლარამდე გაზრდას.
საქართველოს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა საფოსტო გზავნილებზე განბაჟების ლიმიტის გაზრდაზე “ევროპული საქართველოს” ინიციატივას პირველივე მოსმენით დაუჭირა მხარი.
საკანონმდებლო ინიციატივა ძალაში საბოლოო დამტკიცების შემთხვევაში შევა, რასაც, მინიმუმ, ერთი თვე დასჭირდება.
მთავრობის აზრით, ლიმიტი არ უნდა გაიზარდოს, რადგან ასე რთული იქნება იმის დადგენა, იყენებს თუ არა გამოწერილ ნივთებს ფიზიკური პირი საკუთარი მიზნებისთვის. მათივე ინფორმაციით, ევროკავშირის ქვეყნებში, განბაჟების მაქსიმალური ზღვარი 22 ევროა.
თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითზე? გაგვიზიარეთ კომენტარებში.