გადამზიდავი კომპანიები – რატომ Gold Way?

ლოგისტიკა ფართო სფეროა, რომელიც საერთაშორისო გადაზიდვებთან დაკავშირებულ ყველა სერვისს აერთიანებს. ტვირთის მომზადება, მეთვალყურეობა, გადაზიდვის პროცესის დაგეგმვა და მისი კონტროლი იმ მოქმედებების ჯაჭვის მხოლოდ ნაწილია, რომელიც აუცილებლად სჭირდება კონკრეტული ტვირთის ერთი პუნქტიდან მეორეში ტრანსპორტირებას.

საერთაშორისო ვაჭრობაში ლოგისტიკას განსაკუთრებით მნიშვნელოვანი როლი აქვს. გარდა ზემოთ ჩამოთვლილი საკითხებისა, გადამზიდავმა კომპანიებმა უნდა დაგეგმონ და გაითვალისწინონ ისეთი საკითხები, როგორიცაა სხვადასხვა ქვეყნის კანონმდებლობა, პოლიტიკური სიტუაცია და ა.შ. როდესაც რაიმე მიზეზით ხელი ეშლება გადაზიდვების სფეროს, მნიშვნელოვნად ირღვევა მიწოდების ჯაჭვი, შედეგად კი მთელი ეკონომიკა ზარალდება.

რატომ Goldway?

ტვირთის გადაზიდვისას აუცილებელია შეარჩიოთ ისეთი კომპანია, რომელსაც საქმისათვის საჭირო რესურსები და გამოცდილება აქვს. საერთაშორისო გადაზიდვის კომპანია Gold Way უკვე 10 წელია წარმატებით ოპერირებს როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო ბაზრებზე.

საკუთარი ავტოპარკი

ჩვენთან თანამშრომლობა მარტივი და ეფექტურია, რადგან თქვენ არ გჭირდებათ დამატებითი პარტნიორი – მომსახურების ფართო სპექტრი საერთაშორისო გადაზიდვების ყველა დეტალს ითვალისწინებს ერთი ფანჯრის პრინციპით.

საკუთარი ავტოპარკი დაკომპლექტებულია – სტანდარტული, ჯუმბო და მეგა-ტრაილერებით, რომლებიც აღჭურვილნი არიან ნავიგაციის თანამედროვე სისტემებით. GPS უკავშირდება ჩვენსავე ონლაინ პლატფორმას, რაც კიდევ უფრო ამარტივებს ინფორმაციის მიღებასა და ტვირთის კონტროლს.

ფართო სასაწყობე ქსელი

კომპანია ფლობს საკუთარ სასაწყობე ქსელს ევროპასა და თურქეთში, კერძოდ : გერმანიაში, იტალიაში, ესპანეთში, საფრანგეთში, პოლონეთში, ბულგარეთში,  საბერძნეთსა და სტამბულში. პუნქტების სტრატეგიული განლაგება და ოპტიმალური მარშრუტის დაგეგმვა საშუალებას გვაძლევს მომხმარებელს შევთავაზოთ ყველაზე ეფექტური ტარიფი და გადაზიდვის უმოკლესი ვადები.

საკუთარი საბაჟო კონტროლის ზონა

კიდევ ერთი  მნიშვნელოვანი უპირატესობა, რომლითაც Goldway-ს მომხმარებლები სარგებლობენ, საკუთარი საბაჟო კონტროლის ზონაა. აქ მომხმარებლის მოსვლამდე, ხდება ტვირთის დაცლა, დასაწყობება და მარკირება. ყველა საბაჟო პროცედურის წარმოება ტვირთის განსაბაჟებლად ხდება ერთ სივრცეში, რაც კომფორტთან ერთად, მომხმარებელს უზოგავს მნიშვნელოვან დროით რესურსს.

აქვე, შესაძლებელია ისეთი სერვისების მიღება, როგორიცაა ტვირთის საბაჟო კონტროლის ზონაში დასაწყობება,  სხვადასხვა დოკუმენტაციის მომზადება, ტვირთის დასტიკერება, შეფუთვა, დაპალეტება, შიდა გადაზიდვის ორგანიზება და ა.შ.

დაზღვეული ტვირთები და პასუხისმგებლობა

ვინაიდან Gold Way-ს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის ჩვენი მომხმარებლების ტვირთების უსაფრთხოება, კომპანიას აქვს 1 მილიონი ლარის პასუხისმგებლობის დაზღვევა, რაც გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ნებისმიერი სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, ვიყოთ მაქსიმალურად მოქნილები და რეაგირებაც იყოს მყისიერი.

ინოვაციური ინტერნეტ-პლატფორმა

საერთაშორისო გადაზიდვების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია კომუნიკაცია. ზუსტი და დროული ინფორმაციის მიწოდების მიზნით, შევქმენით ინოვაციური ინტერნეტ-პლატფორმა. თითოეულ მომხმარებელს აქვს პირადი კაბინეტი, სადაც შეუძლია ნახოს დეტალური ინფორმაცია შეკვეთის შესახებ, გაეცნოს დოკუმენტაციას და ა.შ.

ტრანსპორტირების ოპტიმალური ვადები და ტარიფები

ზემოთ ჩამოთვლილი სერვისების ერთობლიობა, გვაძლევს საშუალებას მომხმარებელს შევთავაზოთ სანდო, ხარისხიანი და ეფექტური სერვისები ხელსაყრელი პირობებით. ვინაიდან ვოპერირებთ „ერთი ქოლგის“ პრინციპით და გადაზიდვის ყველა ეტაპს ჩვენ  ვახორციელებთ, გვაქვს სრული კონტროლი  პროცესზე. შესაბამისად, დავალების შესასრულებელი დრო და ტარიფი შესაძლებელ მინიმუმზეა დაყვანილი.

ჩვენ გთავაზობთ სწრაფ, საიმედო და ხარისხიან მომსახურებას. ჩვენთან ერთად თქვენი ბიზნესი უფრო წარმატებული გახდება!

 

არ გამოტოვო სპეციალური შეთავაზებები

გამოიწერე GOLDWAY