ლოგისტიკა, რომელიც თქვენს ბიზნესს აძლიერებს: Gold Way-ს უპირატესობები
თანამედროვე ბიზნესში დრო და საიმედოობა ყველაზე ძვირფასი რესურსია. კომპანია Gold Way ბაზრის ლიდერია, რომელიც 15 წელზე მეტია, საერთაშორისო გადაზიდვების მიმართულებით ოპერირებს. ჩვენი მიზანია, შევქმნათ ისეთი ლოგისტიკური ეკოსისტემა, სადაც პარტნიორი სრულად თავისუფლდება სატრანსპორტო და ბიუროკრატიული რუტინისგან.
რატომ გვირჩევენ წამყვანი კომპანიები? პასუხი მარტივია: ძლიერი პარტნიორული ქსელი, ექსკლუზიური ტარიფები, ოპტიმალური ვადები და გამოცდილი გუნდი.
გადაზიდვების სრული სპექტრი ერთი ფანჯრის პრინციპით
ჩვენ ვფარავთ ტრანსპორტირების ყველა შესაძლო მიმართულებას, რათა თქვენი ტვირთი დანიშნულების ადგილას დროულად და უსაფრთხოდ მოხვდეს:
- სახმელეთო გადაზიდვები: გთავაზობთ როგორც სრულ დატვირთვას (FTL), ისე ნაკრები ტვირთების (LTL) სერვისს.
- საზღვაო გადაზიდვები: უზრუნველვყოფთ სრული კონტეინერების (FCL) და ნაკრები ტვირთების (LCL) ტრანსპორტირებას.
- სარკინიგზო გადაზიდვები: ხელმისაწვდომია სრული კონტეინერის (FCL) მომსახურება.
- საჰაერო გადაზიდვები: უსწრაფესი ტრანსპორტირება მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან.
ჩვენი გლობალური მასშტაბი შთამბეჭდავია — Gold Way-ს ქსელი აერთიანებს 150-ზე მეტ პარტნიორ ქვეყანას და 500-ზე მეტ აგენტს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
ინფრასტრუქტურა და ტექნოლოგიური გამჭვირვალობა
2026 წელი Gold Way-სთვის მასშტაბირების წელია, რაც გულისხმობს 10,000 კვ.მ ფართობის მქონე, A-კლასის საწყობის მშენებლობას. უკვე დღეს ჩვენს განკარგულებაშია:
- საბაჟო კონტროლის ზონა და არასაბაჟო საწყობი თბილისში.
- სასაწყობე ქსელი ევროპასა და თურქეთში.
- ტვირთების კონსოლიდაციის, დასაწყობებისა და საბროკერო მომსახურების სრული პაკეტი.
ციფრული გამჭვირვალობა ჩვენი სერვისის განუყოფელი ნაწილია. ინოვაციებისა და ინტეგრირებული ლოგისტიკური სისტემების მეშვეობით, პარტნიორებს აქვთ წვდომა ტვირთის თრექინგზე და GPS მონიტორინგზე რეალურ დროში, ასევე დოკუმენტაციის ციფრულ მართვაზე.
როგორ ვზოგავთ თქვენს რესურსებს? (მთავარი ბენეფიტები)
ლოგისტიკური დაგეგმარებისა და ტვირთის ტრანსპორტირების მოსამზადებელ ეტაპზე Gold Way საკუთარ თავზე იღებს პროცესების აბსოლუტურ უმრავლესობას. ჩვენ ვზრუნავთ თქვენს სიმშვიდეზე და გთავაზობთ:
- პრივილეგიებს: 1 მილიონ ევრომდე პასუხისმგებლობის დაზღვევა და საბაჟო მრჩეველის ექსპერტიზა და რეკომენდაციები უფასოდ.
- გარანტიებს: გადაზიდვის ყველა ეტაპზე რისკების პრევენცია, გარანტირებული ადგილი გემზე და სრული პასუხისმგებლობა გადაზიდვის ვადებზე.
- სპეციფიკური ტვირთების მართვას: გვაქვს ტემპერატურული რეჟიმის, არაგაბარიტული და ADR (სახიფათო) ტვირთების გადაზიდვის შესაძლებლობა და განახლებული ავტოპარკი.
- კომფორტს: ნულოვანი მოულოდნელი ცვლილებები და ნულოვანი ფარული ხარჯი. თითოეულ პარტნიორს ემსახურება პერსონალური მენეჯერი 24/7 მხარდაჭერით.
ჩვენ ვტვირთავთ, შენ განიტვირთე
დავქოქოთ თანამშრომლობა დღესვე!
დაგვიკავშირდით:
- 📞 ტელეფონი: +995 322 236 238
- 📧 ელ-ფოსტა: sales@goldway.com.ge
- 🌐 ვებგვერდი: www.goldway.com.ge
- 📍 მისამართი: თბილისი, ს. ცინცაძის ქ. N12, Axis Business Center