ჩვენ შესახებ
კომპანია “GOLD WAY” დაარსდა 2011 წელს, როდესაც საქართველოს ბაზარზე გაჩნდა მასიური მოთხოვნილება გამჭვირვალე და ინდივიდუალური სერვისისა. სწორედ ამ მიზნით, მრავალწლიან ევროპულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, შეიქმნა გაერთიანება, რომლის მთავარი ამოცანა იყო მაღალი ხარისხის სერვისის შექმნა კონკურენტული და ხელმისაწვდომი ტარიფებით.
სანდო სერვისმა განაპირობა კომპანიის სწრაფი ზრდა, რამაც გაერთიანების სტრატეგიის რეფორმის საჭიროება წარმოშვა, რომლის არსიც შემდგომში მდგომარეობდა: „გადაზიდვის ტარიფების კიდევ უფრო შემცირება ხარისხიანი სერვისის შენარჩუნების პირობებში“ – აღნიშნული რეფორმა წარმატებით გატარდა და დაინერგა.
კომპანია “GOLD WAY”-ს ლოჯისტიკური ჯგუფი ორიენტირებულია შესთავაზოს სანდო სერვისი და დაბალი ფასები იმპორტიორებსა და მომწოდებლებს, რომლებსაც სურთ სწრაფად, ეფექტურად, უსაფრთხოდ და მომგებიანად განახორციელონ თავიანთი ტვირთების ტრანსპორტირება.
პროფესიონალი მენეჯერების, პროცესების სპეციალიზაციის და უახლესი ტექნოლოგიების დახმარებით, ჩვენ შევძელით მაქსიმალურად დაბალი ტარიფებისა და დახვეწილი სერვისის შექმნა. ინდივიდუალური მიდგომა თითოეული გადაზიდვისადმი კომპანიის წარმატების განმაპირობებელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.