ჩვენ შესახებ

კომპანია “Gold Way” დაარსდა 2011 წელს, როდესაც საქართველოს ბაზარზე გაჩნდა მასიური მოთხოვნილება გამჭვირვალე და ინდივიდუალური სერვისისა. სწორედ ამ მიზნით, მრავალწლიან ევროპულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, შეიქმნა გაერთიანება, რომლის მთავარი ამოცანა იყო მაღალი ხარისხის სერვისის შექმნა კონკურენტული და ხელმისაწვდომი ტარიფებით.

სანდო სერვისმა განაპირობა კომპანიის სწრაფი ზრდა, რამაც გაერთიანების სტრატეგიის რეფორმის საჭიროება წარმოშვა, რომლის არსიც შემდგომში მდგომარეობდა: „გადაზიდვის ტარიფების კიდევ უფრო შემცირება ხარისხიანი სერვისის შენარჩუნების პირობებში“ – აღნიშნული რეფორმა წარმატებით გატარდა და დაინერგა.

კომპანია “Gold Way”-ს ლოჯისტიკური ჯგუფი ორიენტირებულია შესთავაზოს სანდო სერვისი და დაბალი ფასები იმპორტიორებსა და მომწოდებლებს, რომლებსაც სურთ სწრაფად, ეფექტურად, უსაფრთხოდ და მომგებიანად განახორციელონ თავიანთი ტვირთების ტრანსპორტირება. პროფესიონალი მენეჯერების, პროცესების სპეციალიზაციის და უახლესი ტექნოლოგიების დახმარებით, ჩვენ შევძელით მაქსიმალურად დაბალი ტარიფებისა და დახვეწილი სერვისის შექმნა. ინდივიდუალური მიდგომა თითოეული გადაზიდვისადმი კომპანიის წარმატების განმაპირობებელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.

 

მისია

ლოჯისტიკა თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სფეროა, რომელიც ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ჩვენი მისიაა საქართველოს შიდა და გარე ვაჭრობის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანიებისთვის ოპერატიული, სანდო და ხარისხიანი სერვისის შეთავაზების საფუძველზე.

მიზანი

ჩვენი კომპანიის მიზანია საქართველოს ბაზრისთვის ნოვატორული ლოჯისტიკური მომსახურების შეთავაზება და განვითარება, რომელიც დაფუძნებულია ოპერატიულობასა და სანდოობაზე, ტვირთების ტრანსპორტირების ყველაზე ოპტიმალური მარშრუტების დაგეგმარებასა და ჩვენი მომხმარებლებისთვის დროითი და ფინანსური რესურსების დაზოგვის ხელშეწყობაზე.

ჩვენ არ ვიშურებთ ძალისხმევას იმისთვის, რომ გავამართლოთ თქვენი მოლოდინი. ჩვენმა გუნდმა შეძლო კომპანიის დაარსებიდან დღემდე წამყვანი პოზიციის დაკავება ქართულ ლოჯისტიკურ კომპანიებს შორის და ჩვენ მზად ვართ განვაგრძოთ წინსვლა და განვითარება ყველასთვის სასიკეთო და სასურველი მიზნების მისაღწევად.