ჰიპერლუპი – მომავლის ტრანსპორტი?

ანტიკური პერიოდიდან  დღემდე, ტრანსპორტირების ფორმა მუდმივად იცვლება. ჩვენ ვაუმჯობესებთ ტრანსპორტის სისწრაფეს მოთხოვნებისა და მიზნების მიხედვით.

სიჩქარის მოთხოვნა მუდმივად იზრდება, ბორბლის გამოგონების ეპოქიდან დღემდე, კაცობრიობამ უამრავი ახალი ტექნოლოგია შექმნა.

ჰიპერლუპი არის სწორედ ასეთი ახალი ტექნოლოგია, რომელიც რევოლუციას მოახდენს ტრანსპორტირების სფეროში.

რა არის ჰიპერლუპი?

ეს არის მატარებლის მსგავსი ტრანსპოტი, რომელიც მსოფლიოს პირველად Tesla Motors-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ელონ მასკმა გააცნო 2012 წელს.

ამის შემდეგ კი, ბევრმა კომპანიამ დაიწყო მასზე მუშაობა, როგორც ღია წყაროზე.

ჰიპერლუპის კონცეფცია ასეთია:

წარმოიდგინეთ ცარიელი მილი, რომელიც დაკავშირებულია ორ ქალაქს შორის.

კაფსულა, რომელშიც მგზავრები სხედან, მილის შიგნით იმოძრავებს მაღალი სიჩქარით, როგორც მატარებელი, მაგრამ მას საერთო არაფერი ექნება მატარებელთან.

ჰიპერლუპი შეიცავს ბევრ, მცირე ზომის კაფსულას, რომლებიც მილის შიგნით იმოძრავებენ.

ძრავი, რა თქმა უნდა, ელექტროენერგიაზე იმუშავებს და სიჩქარეც მიწოდების მარაგზე იქნება დამოკიდებული.

სარგებელი

დღესდღეობით,  ყველაზე სწრაფი სატრანსპორტო საშუალება, საჰაერო ტრანსპორტთან ერთად, იაპონური ჩქაროსნული მატარებლებია.

ჩქაროსნული მატარებლების სიჩქარე 500-დან 600 კმ/სთ-ს აღწევს, ხოლო ყველაზე სწრაფი საჰაერო ტრანსპორტი – 800 -1000 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს.

შედარებისთვის ჰიპერლუპის სიჩქარე 1200 კმ/სთ-ს აღემატება, რაც განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის არის საინტერესო, ვისაც საჰაერო ტრანსპორტი არ უყვარს. მისი გამოყენება ეფექტური იქნება ასევე ტვირთის გადაზიდვისთვის.

ელონ მასკი დიდ გეგმებზე საუბრობს ჰიპერლუოთან დაკავშირებით, თუმცა მოუტანს კი ეს საზოგადოებას სარგებელს? თუ ეს უბრალოდ მარკეტინგული გათვლაა.

წარმოიდგინეთ, რა მოხდება, თუკი ჰიპერლუპი მართლა აშენდება? მომავლის ტრანსპორტირება მთლიანად მიწის ქვეშ გადაინაცვლებს, ეს კარგად აისახება გარემოზეც, რადგან ნათელია თუ ტრანსპორტი როგორ აბინძურებს მას.

ჰიპერლუპი გადაჭრის საცობებისა და ავტოკატასტროფების პრობლემასაც, ტრანსპორტირება იქნება ბევრად იაფი და, რა თქმა უნდა, მუდამ დროული!

არ გამოტოვო სპეციალური შეთავაზებები

გამოიწერე GOLDWAY