აქლემებლის ქარავანი
უძველესი ტრანსპორტირების მეთოდი
აქლემების ქარავანი აქლემების მწკრივად მიმავალი ჯგუფია. მათ მგზავრების გადასაყვანად და ტვირთების გადასაზიდად აქტიურად იყენებდნენ საუკუნეების განმავლობაში.
მიუხედავად იმისა, რომ ისინი დიდ სისწრაფეს ვერ ანვითარებენ, მათი გამძლეობა მკაცრი პირობების მიმართ, იდეალურ საშუალებად აქცევს ტვირთების გადასატანად, უდაბნოს ტერიტორიაზე. შეიძლება ითქვას, რომ ჩრდილოეთ აფრიკისა და არაბეთის ნახევარკუნძულზე დაიწყო ქარავნის ჩამოყალიბება, თუმცა შემდგომ გლობალურად გავრცელდა. ტიპიური ქარავანი დაახლოებით 500 აქლემისგან შედგება.
როგორც უკვე ვახსენეთ, აქლემების ქარავნის ისტორია ადრეულ პერიოდში იწყება და საჰარას უდაბნოში მცხოვრებ ეთნიკურ ჯგუფებს უკავშირდება. აქლემებს ტვირთები გადაჰქონდათ აღნიშნული უდაბნოს გარშემო.
ქარავანი ყველაზე შორს ცენტალურ ნიგერიამდე ჩადიოდა სამხრეთით, დასავლეთით კამერონამდე, ხოლო აღმოსავლეთით ჩრდილოეთ კენიამდე. ანტიკურ პერიოდში, არაბეთის ნახევარკუნძულიც მნიშვნელოვან სავაჭრო გზას წარმოადგენდა ინდოეთისა და ეთიოპიის დახმარებით.
ტვირთები, რომლებიც ქარავანს გადაქონდა ძირითადად ისეთი საქონლისგან შედგებოდა, როგორიცაა შალი, ბამბა ან ჩაი. ასევე, გადაქონდათ შერეული ინდუსტრიული წარმოების საქონელი ხინჯიანგსა და მონღოლეთში გასაყიდად. ოპიუმის გადატანა ჩვეულებრივ, ზამთარში ხდებოდა, ფარულად, პატარა ქარავნით.
ისტორიულად, აქლემებს ხშირად იყენებდნენ არალეგალური ნარკოტიკების გადასაზიდად, ლეგალურად დაშვებულ ტვირთთან ერთად.
ამ ფაქტის გამო აქლემის ხორცი ზოგიერთ ადგილას აკრძალული იყო, რადგან შეიძლებოდა არალეგალური ნივთი თავად ხორცში აღმოჩენილიყო. გადასაზიდ ტვირთში შესაძლოა შეხვედროდით, ისეთ უცნაურ საქონელს, როგორებიცაა ნეფრიტი და ირმის რქები.
ასევე, თუ მოვაჭრე პირი გარდაიცვლებოდა ხიჯიანგში ყოფნის დროს შანხის ქარავნით გადაჰყავდათ უკან.
ვინაიდან, გადაზიდვებს დიდი დრო სჭირდებოდა, სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანი იყო, რომ როგორც აქლემებს, ასევე ქარავანში მყოფ პირებს შეძლებოდათ დასვენება, კვება თუ ძილი. ამის გამო, გზისპირა მდებარე სახლების მეპატრონეებმა, დააარსეს სავაჭრო გზები, მათ შორის ჩვენთვის ცნობილი სამეფო და აბრეშუმის გზა, სადაც მოგზაურებს შეეძლოთ გაჩერება და დასვენება.
ამის გარეშე ქარავნის წარმატება გამორიცხული იყო, რადგან ხანგრძლივი და დამღლელი მოგზაურობა დიდ ზარალს მოიტანდა ძალების აღდგენის შესაძლებლობის გარეშე.