ვიკინგები და საზღვაო ვაჭრობა

ვიკინგების ისტორია ისეთივე ვრცელია, როგორიც იმ ხალხის სია, რომელიც მათ შესწავლას ცდილობს. ვიკინგების ერა VIII-XI საუკუნეების პერიოდს მოიცავს.

სკანდინავიური ქვეყნების ტერიტორიების მაშინდელ მოსახლეობას- ნორმანებს, ანუ ვიკინგებს, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ძალიან ძლიერი გავლენა ჰქონდათ დიდ ტერიტორიებზე.

ამის გამომწვევი მიზეზები იყო მათი  გრძელვადიანი საზღვაოსნო ექსპედიციები, დაპყრობები და მეკობრეობა გარემომცველ ტერიტორიებზე.

ვიკინგების ეპოქა არ მოიცავდა მხოლოდ ძალადობასა და კონფლიქტებს.

ვაჭრობა ვიკინგებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მშვიდობიანი საქმიანობა იყო. ჰედების პორტი შლეზვიგში, რომელიც დღეს გერმანიაში მდებარეობს, ვიკინგების პერიოდში დანიის ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრი იყო.

ჰედები გარშემორტყმული იყო დამცავი სიმაგრეებით.

ციხესიმაგრეების შიგნით იყო ქუჩების ქსელი, სადაც ვაჭრები და ხელოსნები იყვნენ დაფუძნებული.

ისინი მოქმედებდნენ მეფის მფარველობითა და კონტროლით.

ამ ქალაქის ერთ-ერთი დიდი უპირატესობა ის იყო, რომ მდებარეობდა სახმელეთო და წყლის მარშრუტების სატრანსპორტო კვანძზე.

ვიკინგების ხანაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო ქალაქი იყო რიბე.

აქ სავაჭრო ცენტრი დაარსდა 700-იანი წლების დასაწყისში, მდინარე რიბეს ჩრდილოეთ მხარეს.

ორივე ლოკაცია ვიკინგების სავაჭრო ქსელების მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი იყო, თუმცა რიბე ვერ შეესაბამებოდა ჰედებს ზომითა და ვაჭრობის მოცულობით.

ვიკინგები, ძირითადად შედგებოდა იმ მამაკაცებისგან, რომლებსაც მამისგან წილი არ ხვდებოდათ და თავიანთი ბედის საძებნელად ზღვაში შედიოდნენ.

სწორედ ამან განაპირობა ის სავაჭრო ურთიერთობები, რაც შემდგომში ჩამოაყალიბეს. მათ სურდათ ახალი სავაჭრო გზების აღმოჩენა, რათა უფრო სტაბილური მომავალი შეექმნათ. ამ მიზნით ისინი სხვადასხვა მიმართულებით განაწილდნენ. მაგალითად, შვედები აღმოსავლეთით, რუსეთისკენ წავიდნენ.

ნორვეგიელები და დანიელები დასავლეთით ირლანდიასა და შოტლანდიაში, ინგლისსა და საფრანგეთში გაემართნენ.

ისინი ვაჭრობდნენ ბეწვით, ქარვით, რკინითა და ლომვეშაპის ეშვებით. ასევე, აქტიურად ვაჭრობდნენ მონებითაც.  

ვიკინგები თანაბრად იყვნენ, როგორც კარგი მოვაჭრეები, ისე რეიდერები.

თუ ისინი დაუცველ ეკლესია-მონასტრებს ნახულობდნენ არბევდნენ, მაგრამ კარგად დაცულ ქალაქში სავაჭრო ურთიერთობებს აყალიბებდნენ.

დასაწყის პერიოდში, ვაჭრობა ემყარებოდა პროდუქციის ურთიერთგაცვლის პრინციპს.

მოგვიანებით კი ვიკინგებმა მოიპოვეს ვერცხლის მონეტები, რომლებსაც იყენებდნენ საქონლის შესაძენად.

ვიკინგებმა დააარსეს საშინაო ბაზები და სავაჭრო ცენტრები, როგორც ირლანდიასა და იორკში, ისე ინგლისში. ეს ქალაქები საერთაშორისო მოვაჭრეებისთვის მეტად საინტერესო იყო.

ამის ერთ-ერთ მიზეზად თავისუფლად შეგვიძლია დავასახელოთ ამ ტერიტორიებზე მრავალი ვიკინგ ხელოსნის დასახლება.

სახელოსნოები აწარმოებდნენ თასებს, ჭურჭელს, მძივებს, სასმლის ჭიქებს, ტყავის ნაწარმს, სამკაულებსა და ქსოვილს. მჭედლები და ჯავშნის მწარმოებლები აწარმოებდნენ ხმლებს, საბრძოლო ცულებს, ჯაჭვის პერანგებსა და ჯავშნებს.

ვიკინგები აქტიურად ვაჭრობდნენ ბალტიის ზღვის ირგვლივ.

მე-8 საუკუნეში მათ დაიწყეს მოგზაურობები რუსეთში, მომგებიანი სავაჭრო ურთიერთობების ჩამოყალიბების მიზნით.  ძირითადად შვედებმა, დანიელებთან და ნორვეგიელებთან ერთად, აღმოაჩინეს, რომ მათ მდინარეების დახმარებით, შეეძლოთ სამხრეთით შორს გადაადგილება. ორი ძირითადი სავაჭრო გზა გადიოდა მდინარე დნეპრის გავლით შავ ზღვამდე და მდინარე ვოლგის გავლით კასპიის ზღვამდე.

ვიკინგებმა გზად დააარსეს სავაჭრო ცენტრები და ქალაქები, მათ შორის ნოვგოროდი და კიევი.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო ქალაქი იყო ბულგარეთი, სადაც ვოლგის ბულგარელები, როგორც ეს აქ მოვაჭრე ვიკინგებს უწოდეს, ვაჭრობდნენ რუსებთან.

ვიკინგებმა ააშენეს მრავალი სხვადასხვა სახის ხელნაკეთი გემი.

დაწყებული პატარა თევზსაჭერი ნავებითა და ბორნებით, დამთავრებული მათი ცნობილი გრძივი გემებით. ყველა მათგანი დამზადებული იყო ხის ფიცრებისგან. იმისთვის, რომ წყალგაუმტარი ყოფილიყო ფიცრებს შორის არსებულ სივრცეს ავსებდნენ მატყლით, ხავსით ან ცხოველის თმით.

გემები ერთნაირი, ვიწრო ფორმის ზედაპირული ნაკაწრებით გამოირჩეოდა. ეს იმას ნიშნავდა, რომ მათი გამოყენება შეიძლებოდა არაღრმა წყალში. სატვირთო გემები განკუთვნილი იყო სავაჭრო საქონლისა და ნივთების გადასატანად. შესაბამისად, ისინი გრძივ გემებზე უფრო განიერი იყო და უფრო ნელა მოძრაობდნენ. გემბანის ფიცრები მხოლოდ გემის ბოლოებზე იყო დამაგრებული, რადგან შუაში ტვირთისთვის ადგილი დარჩენილიყო.

ვიკინგებმა მჭიდრო კავშირები დაამყარეს კონსტანტინოპოლთან და გახდნენ ბიზანტიის იმპერატორის ვარანგიის მცველები. ვიკინგების ეპოქის ბოლოს, ნორვეგიელებმა შექმნეს სავაჭრო იმპერია, რომელიც მოიცავდა ძალიან ვრცელ ტერიტორიას.

არ გამოტოვო სპეციალური შეთავაზებები

გამოიწერე GOLDWAY