საწვავის ზრდის გავლენა ბიზნესზე

მცირე სატვირთო კომპანიები განიცდიან ზარალს საწვავის საგრძნობლად ზრდის გამო

საწვავის ხარჯი უპრეცედენტო ტემპით გაიზარდა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რამაც დიდი გამოწვევების წინაშე დააყენა ტვირთმზიდები, რომლებიც მუშაობენ შედარებით მსუბუქ კაპიტალზე.

მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების გამო, საწვავის ფასების სწრაფმა ზრდამ ლოგისტიკურ კომპანიებს და მათ მომხმარებლებს გარკვეული შეფერხებები შუექმნა. დამოუკიდებელი კომპანიები ყველაზე მეტად ექვემდებარებიან  დიზელის ფასებს, რადგან მათ აქვთ ნაკლები ბერკეტი ტარიფების ზრდას შეუსაბამონ საწვავის დანამატები.

ზოგადად, საწვავი არის გადაზიდვის პროცესის ყველაზე დიდი ხარჯი.

ამიტომ ფასების ნებისმიერი ზრდა ქმნის ზეწოლას და დაძაბულობას გლობალური მიწოდების ჯაჭვზე. რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შედეგად დიზელის საწვავის ფასი, რომელსაც იყენებენ სატვირთო ტრაილერები გაიზარდა 1.10$-ზე მეტით ერთ გალონზე.

14 მარტის კვირაში, აშშ-ს ენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაციის ჩანაწერებში დაფიქსირდა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი- საშუალო ფასი 5.25 დოლარი გალონზე, ხოლო თვის დასაწყისში, თითქმის 75 ცენტიანი ნახტომით გალონზე იყო ყველაზე მკვეთრი ერთკვირიანი მატება, რაც კი ყოფილა ოდესმე.

გაზრდილი ფასების გამო თითოეული სატვირთო მანქანის ექსპლუატაციის ხარჯები კვირაში 100 დოლარით იზრდება. გარკვეული ინფორმაციის მიხედვით, სატვირთო კომპანიები დიზელის ფასების რყევების დასაფარად იყენებენ საწვავის დანამატებს და ეს დანამატები წლის დასაწყისიდან  საშუალოდ მილში 19 ცენტიდან 43 ცენტამდე გაიზარდა.

არსებული სიტუაციის გამოსასწორებლად გადამზიდი კომპანიები ცდილობენ დაარეგულირონ საწვავის დამატებითი გადასახადის მექანიზმები. როგორც A. Duie Pyle-ის თავმჯდომარემ, პიტერ ლატამ, განაცხადა ვერავინ იფიქრებდა, რომ დიზელის ფასი გალონზე 5$-ზე მეტი იქნებოდა.

როგორც ზემოთ ვახსენე, საწვავის ფასები ყველაზე მეტად მოქმედებს მცირე კომპანიებზე. მსხვილ კომპანიებს გააჩნიათ შესაბამისი კაპიტალი და თუნდაც საკრედიტო ხაზები, რითაც შეუძლიათ გარკვეული პერიოდის განმავლობაში გაუმკვლავდნენ გაზრდილ ფასებს. მეორე მხრივ კი მცირე ლოგისტიკურ კომპანიებს სრული მარცხი ემუქრებათ, რადგან მათ არ გააჩნიათ რესურსები საწვავის ხარჯის ზრდისთვის. უფრო ნათელი, რომ იყოს წარმოიდგინეთ მოცემული ფასებით 200 გალონიანი ავზის ავსებას დაახლოებით 1000$ სჭირდება, რაც მართლაც რომ საკმაოდ დიდი რიცხვია.

მცირე ზომის კომპანიები ცდილობენ თავად მიიღონ შესაბამისი ზომები. მაგალითად, მძღოლებს უბრძანებენ შეზღუდონ უმოქმედო მოძრაობა და შეამცირონ სიჩქარე, რათა ამან გავლენა იქონიოს საწვავის დანახარჯის კლებაზე. ზოგი უარს ამბობს გრძელვადიანი ტვირთის გადაზიდვაზე და ფოკუსირებას ახდენს მოკლე მანძილებზე- ამის მიზანიც არის საწვავის დაზოგვა.

ასევე, ზოგიერთი მათგანი ცდილობს ტვირთის მიღებას უშუალოდ გადამზიდვისგან და თავს არიდებს ბროკერებთან მუშაობას, რომლებსაც ზოგჯერ გადამზიდველების მიერ გადახდილი თანხიდან საწვავის დანამატების წილის დატოვებაში ადანაშაულებენ.

აღნიშნული პრობლემა არამხოლოდ ლოგისტიკის ინდუსტრიაში ქმნის გამოწვევებს, არამედ ძალიან ბევრ სფეროში, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე მოვლენების ფონზე ფასების ზრდა შეუქცევადი პროცესი იყო.

არ გამოტოვო სპეციალური შეთავაზებები

გამოიწერე GOLDWAY