ლოგისტიკა და ვაჭრობა ქვის ხანის პერიოდში

ვაჭრობის განვითარება ერთ-ერთი საინტერესო პროცესია კაცობრიობის ისტორიაში.

ადამიანები საუკუნეების განმავლობაში პროგრესირებოდნენ და სცდებოდნენ შემოსაზღვრულ გეოგრაფიულ საზღვრებს, რაც ხელს უწყობდა სხვადასხვა თემს შორის სავაჭრო ურთიერთობების ჩამოყალიბებას.

ქვის ხანა დაახლოებით 2.6 მილიონი წლის წლის წინ დაიწყო.

ამ ეპოქაში ხალხი სანადიროდ ქვის იარაღს იყენებდა და ეს მათთვის საკმარისი იყო. ისინი გადაადგილდებოდნენ ერთი ადგილიდან მეორეზე საკვებისა და თავშესაფრების მოსაძებნად.

ამგვარად, ვაჭრობა მოკლე მანძილზე და მცირე თემებში ვითარდებოდა. ადრეულ ქვის ხანაში (ქვის ხანის პალეოლითური ეტაპი) არ არსებობდა მოვაჭრის ცნება. 

იმ პერიოდში ვაჭრობა წარმოადგენდა პრეისტორიული ხალხის მთავარ შესაძლებლობას, რომ ეყიდათ გარკვეული ნივთები და მიეღოთ მომსახურება.

მათ შორის სანადირო აღჭურვილობა და ქვები, რომლებიც ძალიან დიდი მნიშვნელობის და ღირებულების იყო.

ერთ-ერთი გავრცელებული სავაჭრო ნივთი იყო ობსიდიანი, ლითონის აღმოჩენამდე.

ობსიდიანი არის მაგმური ქანი, რომელიც შედგება ვულკანური მინისგან.

ობსიდიანს იყენებდნენ საჭრელი იარაღების დასამზადებლად და ასევე, მისი ქონა ტომს გარკვეულ სტატუსს ანიჭებდა, რის გამოც სხვა ხელმისაწვდომ ნივთებში ობსიდიანი უპირატესობით სარგებლობდა. ობსიდიანით ვაჭრობა ხმელთაშუა ზღვის რეგიონში, 900 კილომეტრის მანძილზე ხდებოდა.

ახალი ქვის ხანის (ნეოლითის ფაზა) შემოღებით, ანუ ჩვენს წელთაღრიცხვამდე 9000 წელს დაიწყო სოფლის მეურნეობის განვითარება. ადამიანებმა დაიწყეს ცხოველების მოშინაურება და კულტურების მოყვანა, რამაც გამოიწვია თემების დასახლება ერთ ადგილას. სწორედ აქედან ჩამოყალიბდა ახალი სავაჭრო ურთიერთობები.

სოფლის მეურნეობისა და ახალი ფერმერული ხელსაწყოების წყალობით, საკვების პრობლემა აღარ არსებობდა, ამიტომ ის გამოიყენებოდა ვაჭრობისთვის სხვა სასარგებლო საქონლის სანაცვლოდ ანუ მოქმედებდა ბარტერული სისტემა. ამგვარად, ვაჭრობა დაიწყო სხვადასხვა თემს შორის. სავაჭრო პროდუქცია იყო არა მხოლოდ საკვები, არამედ სასოფლო-სამეურნეო იარაღები (ქვისგან დამზადებული იარაღები) და ხელნაკეთობები.

ამით გაჩნდა ვაჭრების ახალი სოციალური კლასი. ისინი ფეხით ფარავდნენ ათასობით მილს სხვა თემებთან ვაჭრობის განსახორციელებლად.

უფრო მოგვიანებით, ჩვენს წელთაღრიცხვამდე 8000 წელს, როდესაც მსოფლიოს მოსახლეობა დაახლოებით 5 000 000-ს შეადგენდა ხალხმა ისწავლა მიწათმოქმედება, ცხოველების მოშინაურება, სოფლის მეურნეობა და ასე ჩამოაყალიბა საკვების მწარმოებელი ეკონომიკა.

ამავდროულად იზრდებოდა კერამიკის ტრადიცია მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში: მაგალითად, იაპონიაში, კორეაში, ჩინეთში, მექსიკასა და მრავალ სხვა ადგილას. მართალია, ობსიდიანი ჯერ კიდევ სავაჭრო ჩვევის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო, მაგრამ სავაჭრო ნივთების ჩამონათვალი საკმაოდ გაფართოვდა. მათ შორის იყო მარილი, სპილენძი, ნიჟარები, ჭურჭელი, ცხოველების ტყავი, სასოფლო-სამეურნეო იარაღები, თესლი, პირუტყვი და ა.შ.

მომდევნო რამდენიმე საუკუნის განმავლობაში ადამიანებმა დაიწყეს დასახლება მსოფლიოს სხვადასხვა ტერიტორიაზე.

ამ ეტაპზე გავრცელდა ოქროს და სპილენძის ორნამენტები, რომლებზეც დიდი მოთხოვნა არსებობდა. აქ დასახლებულმა ადამიანებმა დაიწყეს ეგზოტიკური საქონლის იმპორტი ასობით მილის მანძილზე.  

უნდა აღინიშნოს, რომ მესამე ათასწლეულში ებლა (სირია) გახდა ცნობილი სავაჭრო ცენტრი. სხვადასხვა სამეფოს შორის აყვავდა ვაჭრობა.

ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეორე ათასწლეულში ყოფილი წყალქვეშა კუნძული კვიპროსი იქცა ხმელთაშუა ზღვის მთავარ მოთამაშედ, თავისი უზარმაზარი სპილენძის რესურსებით მახლობელ აღმოსავლეთსა და ეგვიპტეში. ეს რეგიონები მდიდარი იყო პაპირუსითა და მატყლით.

ფინიკია, რომელიც ცნობილია თავისი მეზღვაურობის გამოცდილებით, ვაჭრობდა თავისი ძვირფასი კედარის ხითა და საღებავებით მთელს ხმელთაშუა ზღვაში. ჩინეთი ვაჭრობდა ნეფრიტით, სანელებლებითა და მოგვიანებით აბრეშუმით.

ამგვარად, ვაჭრობის განვითარებას საკმაოდ დიდი ისტორია აქვს, რომელიც ჯერ კიდევ ქვის ხანაში დაიწყო და დღემდე გრძელდება, რადგან ეს პროცესები კაცობრიობის განუყოფელი ნაწილია.

არ გამოტოვო სპეციალური შეთავაზებები

გამოიწერე GOLDWAY