დაარსდა საერთაშორისო გადაზიდვების კომპანია GOLD WAY
GOLD WAY ARMENIA
გაიხსნა კომპანიის ოფიციალური წარმომადგენლობა სომხეთში
GOLD WAY GROUP
განხორციელდა კომპანიის რებრენდინგი
საწყობების ქსელი
მიმდინარე წელს მოხდა საწყობების ქსელის გაფართოება ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში
ავტოპარკის განახლება
2016 წელს მოხდა კომპანიის მფლობელობაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების განახლება და გაფართოება
GOLD WAY BLTP
ტურისტული მიმართულება
საბაჟო ტერმინალი
საექსპორტო ხაზი
ინტერნეტ პლატფორმა
GOLD WAY
კომპანიის ზრდა 25%
Covid-19
კომპანიის ზრდა 14%
GOLD WAY
კომპანიის ზრდა 20%
ახალი ფილიალის გახსნა
კომპანიის ზრდა 25%
“GOLD WAY” არის ქართული კომპანია, რომელმაც მოღვაწეობა დაიწყო 2011 წელს საქართველოს ბაზარზე. ევროპულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, მოტივირებული კადრებით, კომპანიის სწორი კურსითა და ხარისხიანი პროდუქტით GOLD WAY-მ მისი არსებობის საკმაოდ მცირე პერიოდში თქვა ახალი სიტყვა საქართველოს ბაზარზე.
ინოვაციებისა მიდგომების გამოყენებით , ჩვენმა გუნდმა დანერგა მომსახურებისა და სერვის პლიუსის ახალი კულტურა.
ჩვენთვის თითოეული მომხმარებლის აზრი მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ აღნიშნული პოლიტიკა იძლევა კომპანიის სწორად განვითარების საშუალებას.
კლიენტებზე ზრუნვა, ინფორმაციის დროულად მიწოდება, პრობლემის გადაჭრის სწრაფი და ეფექტური ხერხები, დაზღვეული პასუხისმგებლობა და ოპტიმალური ტარიფები – ეს იმ ღირებულებების მცირე ჩამონათვალია, რომლითაც ამაყობს კომპანია.
დაარსებიდან ერთ წელში, ჩვენმა გუნდმა გააფართოვა ოპერირების არეალი და შევიდა სომხეთისა და აზერბაიჯანის ბაზრებზე.
შექმნილი მოთხოვნიდან გამომდინარე, სომხეთში, გაიხსნა “GOLD WAY”-ს ფილიალი.
დღესდღეობით, “GOLD WAY” უწევს პარტნიორობას საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ბაზარზე არსებულ წამყვან კომპანიებს, რაც, თავის მხრივ, დასტურია “GOLD WAY”-ს მაღალ ხარისხისა და სანდოობის.
განხორციელდა კომპანიის რებრენდინგი
საერთაშორისო გადაზიდვების ტარიფების, მარშრუტებისა და ვადების ოპტიმიზაციის მიზნით, ჩვენმა გუნდა გააფართოვა სასაწყობე ქსელი ევროპის მასშტაბით, რაც თავის მხრივ დადებითდ აისახა საბოლოო სერვისის ხარისხზე.
განახლდა კომპანიის მფლობელობაში არსებული ავტოპარკი, რის შედეგადაც შემცირდა საწვავისა და გადაზიდვებთან დაკავშირებული სხვა ხარჯები. შედეგად მოვახდინეთ გადაზიდვის ტარიფების მაქსიმალური ოპტიმიზაცია.
ჩვენი გუნდისთვის, აღნიშნული წელი იყო ახალი გამოცდილებებითა და გაბედული გადაწყვეტილებებით დატვირთული წელი. შევედით ტურისტულ ბაზარზე დააქტიურად დავიწყეთ ამ მიმართულების განვითრება.
წინა წლის შემართებას არც ამ წელს ვუღალატეთ და ჩვენს მომხმარებელს შევთავაზეთ უნიკალური სერვისი – საკუთრი საბაჟო კონტროლის ზონა და საბაჟო საწყობები.
ამ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯით დავზოგეთ მომხმარებლის დროითი და ფინანსური რესურსი, ვინაიდან ყოველგვარი რიგების გარეშე, მარტივად, კომფორტულ გარემოში, შესაძლებელი გავხადეთ ტვირთის განბაჟება.
დამატებითად ხელმისაწვდომი გახდა განუბაჟებელი ტვირთის დასაწყობება, რაც იმპორტიორი კომპანიებისთვის, რიგ შემთხვევაში უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობა აღმოჩნდა.
პარალელურად დაიხვეწა საბროკერო მომსახურებისა და შიდა გადაზიდვის სერვისი
მარტივად რომ ვთქვათ, საქართველოში გავხდით პირველი, რეალურად კარიდან კარამდე სერვისის მიმწოდებელი კომპანია
როგორ? ეხლავე აგიხსნით.
გაგიკვირდებათ და არც ამაზე გავჩერებულვართ, ამავე წელს სატესტო რეჟიმში ჩავუშვით ახალი, ინოოვაციური სერვისი, ნაკრები ტვირთების საექსპორტო ხაზი საქართველოდან ევროპის მიმართულებით. აღნიშნული სერვისით, საშუალება მივეცით ჩვენს მეწარმეებს, კონკურენტული ტარიფებით გაეტანათ საკუთარი პროდუქცია ევროპის ბაზარზე.
პირველმა მომხმარებელმაც არ დააყოვნა.
შედეგად დიტო პაპას კახური ქვევრები წარმატებით გაიგზავნა საფრანგეთის ერთ-ერთ შატოში და გააგრძელა ქართული ისტორია.
კომპანია მიმდინარე წელს გაიზარდა 25 % – ით, რაც ჩვენი გუნდისთვის იყო ერთგვარი ტრიუმფი და საზღაური იმ დაუღალავი შრომისა, რომელსაც თითოეული გუნდის წევრი წევს ყოველდღიურად
COVID – 19, პანდემია, კომენდანტი, რეგულაციები – ზრდა 14 % !
კომპანიის ზრდა 20%
კომპანიის ზრდა 24%
ახალი სათაო ოფისი
კომპანიის ზრდა 25%
ახალი ფილიალის გახსნა
Powered by BLH