საზღვაო კონტეინერების ისტორია
საზღვაო კონტეინერები ჩვენს ყოველდღიურობაზე დიდ ზეგავლენას ახდენს, მაგრამ რეალურად რა ვიცით მის შესახებ? პროდუქტთა უდიდესი პროცენტი, ერთი ადგილიდან მეორემდე სწორედ მისი დახმარებით გადაიტანება. დაახლოებით 17 მილიონზე მეტი კონტეინერი ცირკულირებს მსოფლიოშო. საბოლოო ჯამში, წლიურად, 200 მილიონი გადაზიდვა სრულდება.
პირველი კონტეინერის დიზაინი ეკუთვნის კეიტ ტენტლინგერს, რომლის დაპროექტებული გეგმის განხორციელებას ყველა დიდი ინტერესით ელოდა, თუმცა ფულის დახარჯვა არავის სურდა.
მოგვიანებით კი უმსხვილესი სატრანსპორტო კომპანიის მფლობელმა, ამერიკელმა მალკოლმ მაკლინმა გადაწყვიტა ამ იდეის განხორციელება, რამაც მსოფლიო 1955 წელს მიიყვანა პირველ მეტალის კონტეინერთან.
კონტეინერის პატენტი მსოფლიოს უფასოდ გადაეცა, იმ მიზნით, რომ მისი გავრცელება მომხდარიყო, თუმცა ამას რამდენიმე წელი დასჭირდა და 1961 წელს, საბოლოოდ განისაზღვრა საკონტეინერო სტანდარტები.
ჩვენთვის უკვე ნაცნობმა ინტერმოდალურმა კონტეინერმა ჩაანაცვლა იმდროინდელი ტრანსპორტირების წესები და ასე დაიწყო კონტეინერიზაციის ეპოქა.
დღესდღეობით, სხვადასხვა ზომისა და დანიშნულების კონტეინერი არსებობს, რაც დამოკიდებულია გადასაზიდი პროდუქტის თავისებურებებზე. ,,ტანკ კონტეინერები“ გამოოიყენება თხევადი პროდუქტისათვის, ,,რეფრიჟერატორები“ საქონლის ტემპერატურის შესანახად.
ასევე არსებობს მშრალი, ღია და დახურული კონტეინერები.
სტანდარტული კონტეინერის ზომა სიგრძეში 20 ან 40 ფუტია, სიგანეში კი 8 ფუტი. თითოეულ კონტეინერს გააჩნია საკუთარი უნიკალური ნომერი, რომელსაც იყენებენ ლოგისტიკის პროცესში ჩართული პირები, რათა ადვილად მოხდეს მისი იდენტიფიცირება.
აღსანიშნავია, რომ ყოველწლიურად 10,000, ანუ დღიურად 192 კონტეინერი იკარგება ზღვაში. დაკარგული კონტეინერები შესაძლოა ტალღებმა დააზიანოს და ჩაიძიროს. 20 ფუტის მქონე კონტეინერის ჩაძირვას დაახლოებით 57 დღე სჭირდება. ისინი კი, რომლებიც არ იძირებიან და ზღვის ზედაპირზე რჩებიან საფრთხეს უქმნიან სხვა საზღვაო ტრანსპორტებს.
ლოგისტიკის სფეროში კონტეინერთა როლი განუსაზღვრელია. მისი უპირატესობა არა მხოლოდ ეკონომიურობაა, არამე მისი უნივერსალობა: მასში შეიძლება ნებისმიერი ტიპისა და ზომის ტვირთის ჩადება.
ინტერმოდალური კონტეინერები იმითაც გამოირჩევა, რომ სახმელეთო თუ სარკინიგზო გადაზიდვებშიც გამოიყენება.