სატვირთო მატარებელი – როლი & ისტორია

სატვირთო მატარებელითანამედროვე ტრანსპორტირება წარმოუდგენელია სარკინიგზო მატარებლის გარეშე. ეს არის ტრანსპორტი, რომელმაც ინდუსტრიული რევოლუცია მოახდინა და წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ საშუალებას ერთი ადგილიდან მეორეზე გადასაადგილებლად.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ სარკინიგზო ტრანსპორტის პრე-ისტორია ჯერ კიდევ 2000 წლის წინ დაიწყო. მაშინ როდესაც ეგვიპტეში შეამჩნიეს, რომ ცხოველები, რომლებსაც ურმებით ტვირთები გადაჰქონდათ უფრო ნაკლებ ენერგიას დახარჯავდნენ თუ მათ წინასწარგანსაზღვრული სავალი გზა ექნებოდათ.

ასე შექმნეს სპეციალური გზა, სადაც მხოლოდ ბორბლიან ტრანსპორტს შეეძლო სვლა. შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ეს იყო მსოფლიოში პირველი ლიანდაგი, რომლის არქეოლოგიური ნაწილები იტალისა და საბერძნეთში დღემდეა შემორჩენილი.

ახლო წარსულში თუ დავბრუნდებით, პირველი ორთქლის ლოკომოტივი 1804 წელს შეიქმნა, ინგლისში. როგორც ამბობენ, მას ძალიან დიდი შესაძლებლობები ჰქონდა. 5 ტონა მასით შეეძლო 5 მანქანის გადაყვანა, 8კმ/სთ სიჩქარით. ცარიელ მდგომარეობაში კი მოძრაობდა 26 კმ / სთ სიჩქარით. გამოიყენებოდა მაღაროებიდან მადნის გადასატანად.

უშუალოდ, სატვირთო მატარებელი 1827 წლის 28 თებერვალს გამოჩნდა. ბილტიმორ- ოჰაიოს რნიკინიგზა გახდა პირველი, სადაც მგზავრებს კომერციული ტრანსპორტი ემსახურებოდა, ასევე ხდებოდა ტვირთების გადაზიდვა.

სკეპტიკოსები ეჭვის თვალით უყურებდნენ ,,ორთქლის მანქანას“, თუ რამდენად შეძლებდა ხანგრძლივი დროით არსებობას, თუმცა პიტერ კუპერის მიერ შექმნილმა დიზაინმა ყველა ეჭვი გააქარწყლა.

ინვესტორები იმასაც იმედოვნებდნენ, რომ ამ რკინიგზის დახმარებით ბილტიმორი ამერიკის მეორე უდიდესი ქალაქი გახდებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ პირველი ლიანდაგის სიგრძე მხოლოდ 13 მილი იყო, ხალხში ძალიან დიდ აღტაცებას იწვევდა. სიმბოლურია, რომ ჩარლზ კეროლმა, რომელიც იმ დროს ერთადერთი ცოცხალი პირი იყო, ვისაც დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე ჰქონდა ხელი მოწერილი, ბილტიმორის რკინიგზაზე მშენებლობის დაწყებისას პირველი ქვა დადო.

1830 წელს დაიწყო პირველმა მაგისტრალურმა სამგზავრო მატარებელმა მოძრაობა, პირველი საფოსტო მანქანით. თავდაპირველად ამ ,,მანქანების“ სიჩქარე 32.8 კმ/სთ იყო, ხოლო ნელ-ნელა 42.7 კმ/სთ- მდე ავიდა.

დღესდღეობით, სარკინიგზო სატვირთო მატარებლებს საერთაშორისო ლოგისტიკაში დიდი წვლილი მიუძღვით.

ინდუსტრიული რევოლუციის ამ გამოგონებამ თანამედროვე სამყაროს უდიდესი შესაძლებლობები მისცა, რაც ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე გამოყენებული და მომავალში ლოგისტიკის ეს მიმართულება კიდევ უფრო პოპულარული და წარმატებული გახდება.

დაკავშირებული სტატია: სარკინიგზო გადაზიდვები ჩინეთიდან

 

 

არ გამოტოვო სპეციალური შეთავაზებები

გამოიწერე GOLDWAY