მოგზაურობა კოსმოსში – როდის და რამდენი?

ერთ დროს კოსმოსში გაფრენა ხუმრობა,  აუსრულებელი ოცნებაც კი იყო.

ადამიანურ შესაძლებლობებს, რომ საზღვარი არ აქვს მე-20 საუკუნიდან დავინახეთ, როდესაც არაპროფესიონალმა ასტრონავტმა დენის ტიტომ კოსმოსში მოგზაურობის ოცნება აისრულა.

პირველი ტურისტის გაფრენის შემდეგ  გაჩნდა ფართომასშტაბიანი მოთხოვნა ტრანსპორტირების ამ  სფეროს განვითარებისთვის.

სატრანსპორტო საშუალებების რიგებში უკვე კოსმოსური ხომალდიც  ჩაიწერა.

გადიოდა წლები და გალაქტიკაში მოხვედრა აღარავის უკვირდა.

ტურიზმი, ბიზნესი და ეკონომიკა იმ ჯაჭვის რგოლებია, რომელთა განცალკევებით აღნიშნული ფაქტის განხორციელება შეუძლებელია.

ამ რგოლების ელემენტები კი ის წვრილმანებია, რომელიც კოსმოსში მოგზაურობის პროცესს ქმნის.

კოსმოსური სასტუმრო

დედამიწის ორბიტაზე 2020 წლიდან პირველი  კოსმოსური სასტუმრო გაიხსნება.

განუსაზღვრელ სივრცეში მოგზაურობა იაფი სიამოვნება არ დაგიჯდებათ.

კომპანია Blue Origin ორბიტაზე თითო ადამიანს $200 000-ად გაასეირნებს.

2021 წლიდან კი გაიხსნება Aurora Station “ლუქს” კლასის სასტუმრო, რომელიც დედამიწიდან 320 კილომეტრის სიმაღლეზე განთავსდება.

მასში ერთდროულად ექვსი ადამიანი იცხოვრებს: ეკიპაჟის ორი წევრი და ოთხი ტურისტი. კოსმოსური სასტუმროს სიგრძე 13,3, სიგანე კი 4,3 მეტრია.

თანავარსკვლავედებისა და ციური სხეულების სამყაროში 12 დღის გატარება  9 500 000 დოლარი დაჯდება. ამ ფასში მზის სისტემაზე დაკვირვება და ახლობლებთან ვიდეო კონტაქტი შეგეძლებათ.

კოსმოსური საკვებით გაგიმასპინძლდებიან, ხოლო დასვენებას სპეციალური გაფორმების დიზაინის სივრცეში შეძლებთ.

უახლოეს მომავალში დადგება დრო, როდესაც კოსმოსში მოგზაურობა ისეთივე მოცემულობა იქნება, როგორც მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში გადაადგილება.

სასტუმროს კონცეფცია, ბუნებრივია, მოითხოვს ყველა საჭირო ტექნიკით, პროდუქტითა  და ინვენტარით აღჭურვას.

ეს კიდევ უფრო გაზრდის ბიზნეს სექტორების კონკურენციას.

ინოვაციას სხვადასხვა კომპანიები კომერციული მიზნებისთვისაც გამოიყენებენ.

კომპანიებს შეეძლებათ თავიანთი პროდუქტის ექსპორტი განახორციელონ კოსმოსურ სადგურზე.

ფაქტობრივად, სავაჭრო ურთიერთობების წარმოებას უკიდეგანო მასშტაბი მიეცემა.

ტვირთის გადაზიდვის სისტემაში კი კოსმოსური ხომალდი ისეთივე სატრანსპორტო საშუალება გახდება, როგორც ავტომობილი, თვითმფრინავი, მატარებელი და გემია.

საინტერესოა, ტვირთის ტრანსპორტი ამ ოთხეულთან შედარებით რამდენად უსაფრთხო, სწრაფი და ხელმისაწვდომი იქნება?

ისღა დაგვრჩენია მოვიცადოთ. შესაძლოა,  სულ მალე საკუთარი გამოცდილებითაც კი მივიღოთ ამ კითხვაზე პასუხი.

 

 

 

არ გამოტოვო სპეციალური შეთავაზებები

გამოიწერე GOLDWAY