მსოფლიოს უმსხვილესი სატვირთო გემები
ის, რომ არქიტექტურული ქმნილებები აღარავის აოცებს ფაქტია. ინჟინერიის განვითარებამ იმდენად მაღალ ნიშნულს მიაღწია, რომ პრიმიტიული წყლის ნავიდან მრავალტონიანი საკონტეინერო გემები მივიღეთ.
კომპანიები აშენებენ გემებს, რადგან იციან, რომ ნავთობისა და სხვა წიაღისეული რესურსების მოთხოვნის ფონზე, სატვირთო გემების როლი მსოფლიო გლობალიზაციის ფონზე უფრო და უფრო გაიზრდება.
გემებს, თითქმის, 1.4 მილიარდი ტონა კარბონის დიოქსიდი გადააქვთ.
შესაბამისად, უფრო მეტი გემი უნდა იყოს საინჟინრო და საჰიბრიდო სისტემით სრულყოფილად აღჭურვილი.
მართალია ისინი მნიშვნელოვანი ტვირთის გადაზიდვაში მონაწილეობს, მაგრამ საფრთხის გათვალისწინება ნებისმიერი გემთსაშენი კომპანიის პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს.
სტატიაში მოგიყვებით ადამიანების იმ ქმნილებებზე, რომელსაც პატივი ერგო მსოფლიოს უმსხვილესი სატვირთო გემების სტატუსი ჰქონოდა.
Q-Max არის მსოფლიოს უდიდესი თხედავი გაზის სატრანზიტო გემი. 162.400 ტონის 345 მეტრი სიგრძის გემს აქვს 266 000 კუბური მეტრი ტევატობა. მას შეუძლია 36.114 მეტრის გავლა.
სულ 14 Q-Max გემი არსებობს მსოფლიოში, რომელთაც განსხვავებული სახელწოდებები აქვს.
პირველმა გემმა(Mozah) დასრულებული სახე 2007 წელს სამხრეთ კორეაში მიიღო. მისი ინვესტორი კომპანია Samsuns Heavy industry გახლავთ.
ეს გემები ყატარის უმსხვილეს გაზსატრანსპორტო კომპანიას ექვემდებარება.
CSCL Globe ერთ-ერთი უმსხვილესი სატვირთო გემია მსოფლიოში. მისი სამშობლო ჩინეთია. ის არის 400 მეტრის სიგრძის, საერთო წონა კი 186 000 ტონას შეადგენს.
ამ კატეგორიის გემების ძრავა წვავს 20%-ით ნალებ საწვავს და საზღვაო სატრანსპორტო მოთხოვნილებებს სრულიად აკმაყოფილებს.
Emma Mærsk
ამ სახელწოდების გემები დაცურავს მსოფლიო ოკეანეში. ის 396 მეტრის სიგრძისაა.
Korea’s Daewoo არის იაპონური კომპანია, რომელიც ამ მასშტაბის გემებს აშენებს.
იგი უახლოეს მომავალში აპირებს რეკორდულად დიდი ზომის სატვირთო გემის აშენებას, სახელწოდებით Triple-E , რომელიც თავისი შესაძლებლობებით მსოფლიოს გააოცებს.
საქართველოში ბათუმის, ფოთის, ყულევის, ანაკლიის ნავსადგურებია.
სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება გემების რიგებში მსოფლიოს უდიდესი სატვირთო გემები ჩავწეროთ.
საინჟინრო, ტექნოლოგიური პრობლემების გამო დიდმასშტაბიანი გემების სატრანზიტო ფუნქციის სრულფასოვნად შესრულებაც პრობლემას წარმოადგენს.
უმსხვილესი უკრაინული გემთსამშენებლო კომპანია ანაკლიის პორტის განვითარებას აპირებს, რაც დაეხმარება ქართულ მხარეს საზღვაო-სატრანსპორტო ინდუსტრიის განვითარებაში.