ყველაზე საშიში გზები ტრანსპორტირებისთვის!
ამ სტატიაში ვისაუბრებთ გამორჩეულად საშიშ და ექსტრემალურ გზებზე, რომლებზეც ტვირთის და ადამიანების ტრანსპორტირება ურთულესი და მრავალი ხიფათებით სავსე საქმეა.
კიშტვარ – პენგი (ინდოეთი)
მოცემული გზა იმ მძღოლებისთვისაა, რომლებსაც რკინის ნერვები გააჩნიათ და მთებში მანქანით სიარული განსაკუთრებით უყვართ.
გზის სიგრძე 114 კილომენტრია, მათ შორის 10 კილომეტრი განსაკუთრებით საშიშ მონაკვეთს წარმოადგენს, სრულიად კლდოვანი, ხრეშიანი გზა მხოლოდ ზაფხულის თვეებში იხსნება, ხოლო კლდეებზე არსებული დიდი ლოდები ისე გამოიყურება, თითქოს ნებისმიერ დროს მზად არიან ჩამოცვივდნენ.
ეს გზა ასობით წლების წინათ ადგილობრივმა მკვიდრებმა გაიყვანეს, ხოლო მისი გარემონტება 50-მდე წელია არ მომხდარა.
გზა მხოლოდ ერთ მანქანის სიგანისაა, მას არ აქვს მოაჯირები, ერთი არასწორი მოძრაობა და თქვენ, შესაძლოა, 600 მეტრის სიმაღლიდან დაეშვათ.
ჩრდილოეთ იუნგას გზა – „სიკვდილის გზა“ (ბოლივია)
სახარიბელო არ არის ტრანსპორტირება ისეთ გზაზე, რომლის მეტსახელია “სიკვდილის გზა”.
სჯობს ასეთ გზაზე გადაადგილებისგან თავი შეიკავოთ, თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად გადაადგილდებიან და ახორციელებენ ტვირთის ტრანსპორტირებას მასზე.
„სიკვდილის გზა“ თითქმის 80 კილომეტრის სიგრძისაა და 915 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, ამაზონის ტყიდან.
აღნიშნული გზა ბევრ “სიურპრიზს” უმზადებს ვიზიტორებს, მათ შორის, იგი გამოირჩევა: მეწყერიანობით, ქვების ცვენით, ნისლითა და უმოაჯირო, ვიწრო, ორასამდე მკვეთრი მოსახვევით, რის გამოც 1994 წლამდე, ყოველწლიურად 300-მდე მგზავრი იღუპება მასზე.
სკიპერსის კანიონის გზა (ახალი ზელანდია)
როდესაც სკიპერსის კანიონი პოპულარული ოქროს მომპოვებელი ადგილი გახდა, მასთან მისასვლელი გზების უსაფრთხოებაც გაიზარდა.
ამ გზის განსაკუთრებული საშიშროება იმაში მდგომარეობს, რომ გზა არის მოხრეშილი, ვიწრო და ციცაბო, მოაჯირების გარეშე.
დღეს, ამ გზაზე ხშირია ტურები ავტობუსით და თავგადასავლების მოყვარულთა ვიზიტები.
ტაროკოს ხეობა (ტაივანი)
ტარობოს ხეობაში, გზა მთაშიც არის შეჭრილი და მთის გარეთაც გამოდის.
გზაზე ვიზიტორების რაოდენობა საკმაოდ ხშირია და მისი საშიში რეპუტაცია ამაზე სულაც არ მოქმედებს.
ტურისტული ავტობუსები, მანქანები, სკუტერები, ველოსიპედისტები და ფეხით მოსიარულეები ყველანაირად იბრძვიან ამ ვიწრო გზის სივრცეში, რომელიც მოიცავს ბრმა წერტილებსა და უკიდურესად ვიწრო მოსახვევებს.
ძალიან რთულია, ამ გზის კარგ მდგომარეობაში დატოვება, ძლიერი ნალექების, ტაიფუნების, კლდის ჩამოშლისა და ხშირი მეწყერების შემდეგ.
შეჯამება
სხვა ბევრი გზები არსებობს დედამიწაზე, რომლებიც გამოირჩევა საშიშროებით, მათ შორის საქართველოშიც არის ასეთი გზები, თქვენ რომელ ასეთ გზაზე ყოფილხართ, მოგვწერეთ კომენტარებში?
ხოლო, სანამ რომელიმე ამ ადგილის მონახულებას გადაწყვეტთ, წინასწარ გაითვალისწინეთ ის რისკები, რაც თითოეულს ახასიათებს და დარწმუნდით, რომ მზად ხართ მათ დასალაშქრად, თუნდაც მგზავრის ამპლუაში.