ჰაიპერლუპი – სახმელეთო ტრანსპორტი თვითმფრინავის სიჩქარით

ჰაიპერლუპის გახმაურებული პროექტი ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა რეალობად ქცევას – კომპანიამ ჰაიპერპორტის კონცეპტი წარადგინა.

ჰაიპერპორტი ეკო-მეგობრული, ჩქაროსნული სატრანსპორტო საშუალებაა, რომელიც შეძლებს გაზარდოს საერთაშორისო გადაზიდვების სისწრაფე და ეფექტურობა. ამავდროულად, ინოვაციური სისტემა მნიშვნელოვნად შეამცირებს გარემოს დაბინძურებას და განტვირთავს პორტებს მთელ მსოფლიოში.

კონცეპტი, რომელიც ახლა დიზაინის სასერტიფიკატო განხილვას გადის, დღეში 2 800 კონტეინერის 600 კმ/სთ სიჩქარით გადატანას აპირებს. პროექტის განხორციელების შემთხვევაში ეს უამრავ კომპანიას სრულიად ახალი შესაძლებლობებისკენ გაუხსნის გზას და მისცემს საშუალებას გადაზიდოს ტვირთი სახმელეთო ტრანსპორტის ფასად, თვითმფრინავის სიჩქარით.

ჰაიპერლუპის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა სანაპირო ზონების განტვირთვა იქნება. სხვა მიზნებისთვის გათავისუფლდება ზღვისპირა სივრცე, რომელიც ახლა პორტებისთვის გამოიყენება.

ჰაიპერპორტი ხმელეთზე აშენდება და დღევანდელი რკინიგზის პრინციპით იმუშავებს. ტვირთის პორტიდან ქალაქში ტრანსპორტირებისთვის ის უკვე არსებულ გზებს მიუერთდება.

 

ჰაიპერლუპის პირველი პროექტი – ჩქაროსნული სამგზავრო კაფსულა 2018 წელს წარუდგინეს ფართო საზოგადოებას, კომპანია კი 2013 წელს დაფუძნდა.

მგზავრობის ეს მეთოდი რობერტ გოდარდის 1904 წლის იდეას ეფუძნება, რომლის რეალობაში გადმოტანაც ილონ მასკმა 2012 წელს, კალიფორნიის კონფერენციაზე დააანონსა. მასკმა ჰაიპერლუპს „მეხუთე სატრანსპორტო საშუალება“ უწოდა.

 

არ გამოტოვო სპეციალური შეთავაზებები

გამოიწერე GOLDWAY