ხმელთაშუა ზღვის 6 ყველაზე მნიშვნელოვანი პორტი

კომერციული პორტი ზღვისპირა სანაპიროების ერთ-ერთი მთავარი ინფრასტრუქტურული პროექტია. პორტი ერთგვარ ჭიშკარს წარმოადგენს, რომელიც ქვეყნებს სხვადასხვა პროდუქტის მიმოცვლის საშუალებას აძლევს, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს ეკონომიკურ აქტივობასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.

ხმელთაშუა ზღვის სტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარე, აქ განთავსებულ პორტებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ მსოფლიო ლოგისტიკის ინდუსტრიაში.

პირეოსის პორტი, საბერძნეთი

პირეოსის პორტი საბერძნეთის უდიდესი პორტია. ბოლო წლებში, ჩინეთის მიერ განხორციელებული ინვესტიციის გამო, ის კიდევ უფრო გაიზარდა და სამხრეთ და ცენტრალურ ევროპას შორის მთავარი დამაკავშირებელი ჰაბის ფუნქციაც შეითავსა.

ვალენსიის პორტი, ესპანეთი

ხმელთაშუა ზღვის ყველაზე აქტიური და კონტეინერების მოცულობით ყველაზე დიდი პორტი ესპანეთში, ვალენსიაში მდებარეობს. სუეცის არხის დახმარებით ის აქტიურად თანამშრომლობს ჩინეთთან. ახლო მომავალში იგეგმება პორტის ჩრდილოეთ ტერმინალის გაფართოება, რაც საკმაოდ საკამათო პროექტია ეკოლოგიური ფაქტორების გამო.

ბარსელონას პორტი, ესპანეთი

ეს საკრუიზო ხომალდების ერთ-ერთი მთავარი დანიშნულების წერტილია, თუმცა პორტის დიდი ნაწილი საკონტეინერო გადაზიდვებსაც უჭირავთ. მისი მთავარი პარტნიორიც ჩინეთია.

ალჟესირას პორტი, ესპანეთი

ალჟესირას პორტი ხმელთაშუა ზღვის ერთ-ერთი უდიდესი კომერციული პორტია. გიბრალტარის სრუტე ევროპას აფრიკის კონტინენტთან აკავშირებს.

გენუის პორტი, იტალია

იტალიის მთავარი პორტი და ევროპის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური კომერციული ცენტრი გენუაში მდებარეობს. ეს პორტი ხმელეთზე 700 ჰექტარს ფარავს, წყალში კი 500 ჰექტარს.

ტანჟერის პორტი, მაროკო

ახლად აშენებული ღრმაწყლოვანი პორტი გიბრალტარის სრუტის სანაპიროზე უნიკალური სტრატეგიული ადგილმდებარეობით სარგებლობს. ეს ევროპის, აფრიკისა და ამერიკის კონტინენტების გადაკვეთის წერტილია და ევროპის ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო და ეფექტურ პორტად ითვლება.

არ გამოტოვო სპეციალური შეთავაზებები

გამოიწერე GOLDWAY