ლოგისტიკა ძველ მესოპოტამიაში
მესოპოტამიის უძველესი ცივილიზაცია წარმოიშვა მდინარეების- ევფრატსა და ტიგროსს შორის, ანატოლიის სამხრეთით და ირანის პლატოს დასავლეთით.
მდინარეებისა და მიწის ნაყოფიერების წყალობით, სამხრეთ მესოპოტამია მდიდარი იყო სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებით. მათ შორის სხვადასხვა ხილით, ბოსტნეულით, თხილით, რძის პროდუქტებით, თევზითა და ხორცით. გარდა ამ პროდუქტებისა მესოპოტამია მდიდარი იყო ტალახით, თიხითა და ლერწმით, რომლის დახმარებითაც ააშენეს თავიანთი ქალაქები.
სხვა აუცილებელი პროდუქციისთვის, მაგალითად, ხე-ტყისა და ლითონისთვის მესოპოტამიელებს სჭირდებოდათ ვაჭრობა.
ვაჭრობა მესოპოტამიისთვის, როგორც საკმარისი რესურსების არმქონე რეგიონისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. მესოპოტამია ვაჭრობდა ინდის ველის ცივილიზაციასთან ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე III ათასწლეულში, ძველ ეგვიპტესთან ვაჭრობა კი IV ათასწლეულებიდან დაიწყო.
მესოპოტამიაში ტრანსპორტირებისთვის გამოიყენებოდა, როგორც სახმელეთო, ისე წყლის ტრანსპორტი. პროდუქცია ერთი ადგილიდან მეორე ადგილამდე ადამიანებსა და ცხოველებს გადაჰქონდათ მარხილის, ურმისა და ნავის დახმარებით.
ნავით ტრანსპორტირება საკმაოდ მოსახერხებელი და ამავდროულად ეკონომიურიც იყო. ტრანსპორტირების განვითარებას ხელი შეუწყო ბორბლებისა და აფრების გამოგონებამ. ამასთან აღსანიშნავია, რომ გრძელ მანძილებზე ვაჭრობა, ძირითადად, ქარავნის დახმარებით იწარმოებოდა.
ქარავანში შებმული იყვნენ ვირები, რომლებსაც დაახლოებით 150 ფუტის ტარება შეეძლოთ, დაბლობებსა თუ მთებში, სადაც ბორბლიანი ურიკები ვერ გადაადგილდებოდნენ.
ვაჭრობა ბარტერულ სისტემას ეფუძნებოდა, რაც გულისხმობს პროდუქციის ურთიერთგაცვლას. მესოპოტამიელებს თუ სურდათ პროდუქტის მიღება, მათ რაიმე უნდა შეეთავაზებინათ სანაცვლოდ.
თუმცა აღსანიშნავია, რომ თითქმის 5000 წლის წინ გაჩნდა მესოპოტამიური შეკელი, რომელიც ფულის ერთეულის პირველ ვალუტად შეიძლება ჩაითვალოს. ასურეთის იმპერიის არსებობის დროისთვის, მესოპოტამიელები ვაჭრობდნენ ზეთით, ჭურჭლით, ტყავის ნაწარმით, სამკაულებითა და სხვ.
ასევე, შემოჰქონდათ ეგვიპტური ოქრო, ინდური სპილოს ძვალი და მარგალიტი, ანატოლიური ვერცხლი, არაბული სპილენძი და სპარსული კალა.
მესოპოტამიის გეოგრაფიულმა მდებარეობამ, ვაჭრობამ და ტრანსპორტირების გზებმა, ასევე, მათმა რესურსებმა გავლენა მოახდინა აქ დასახლებული ხალხის ცხოვრების დონეზე. ფაქტს, რომ მესოპოტამია ორ ცნობილ მდინარეს ევფრატსა და ტიგროსს შორის მდებარეობდა ძალიან დიდი სარგებელი მოჰქონდა ხალხისთვის.
მესოპოტამიის ქალაქები აქტიურად ვაჭრობდნენ ტიგროსისა და ევფრატის ზედა და ქვემო ქალაქებში, ასევე ანატოლიაში, დღევანდელ თურქეთში.
სხვა სახმელეთო სავაჭრო გზები გადიოდა აღმოსავლეთით ზაგროსის მთების გავლით დღევანდელ ირანსა და ავღანეთში. პროდუქციით დატვირთული საზღვაო მარშრუტი გადიოდა სპარსეთის ყურისა და არაბეთის ზღვის გავლით ინდის ხეობაში, დღევანდელ ჩრდილოეთ ინდოეთსა და პაკისტანში. მე- III ათასწლეულში მესოპოტამიის ვაჭრობა, ფაქტობრივად, ყველა მიმართულებით განვითარდა.
ვაჭრობის განვითარებამ მესოპოტამიაში, ფერმერებს მიწის მორწყვა ასწავლა. ამიტომ მათ შეეძლოთ საკვების მოპოვება. ისიც აღსანიშნავია, რომ ძველ მესოპოტამიაში კარგი გზების სისტემა არ არსებობდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ გზების უმეტესობა არ იყო დაცული.
ეს კი მოგზაურობას გრძელს და დაბრკოლებებით სავსეს ხდიდა. ამიტომ, საქონლის ტრანსპორტირებაში აქტიურად იყენებდნენ ცხოველებს და საჭიროებისამებრ, ქირაობდნენ შეიარაღებულ მესაზღვრეებს, ქურდობების თავიდან აცილების მიზნით.