GOLDWAY-ის საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვები ხუთჯერ გაიზარდა – გიორგი ლოლუა წლის პირველი ნახევრის შედეგებზე

საერთაშორისო გადაზიდვების ბაზარზე მიმდინარე ცვლილებების, სატრანზიტო მარშრუტების ტრანსფორმაციისა და მომხმარებელთა მზარდი მოთხოვნების ფონზე, GOLDWAY-მ 2026 წლის პირველი ნახევარი მნიშვნელოვანი ზრდით დაასრულა. საანგარიშო პერიოდში კომპანიის ბრუნვა 26%-ით, ხოლო შეკვეთების რაოდენობა 19.7%-ით გაიზარდა. განსაკუთრებით მაღალი დინამიკა დაფიქსირდა საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვების მიმართულებებზე, სადაც გადაზიდვების მოცულობა ხუთჯერ გაიზარდა. GOLDWAY საერთაშორისო გადაზიდვების ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს და ადგილობრივ თუ […]