კონსტანტინოპოლის როლი შუასაუკუნეების ლოგისტიკაში

უდიდესი ისტორიის მქონე ქალაქი კონსტანტინოპოლი უდიდეს როლს თამაშობდა მსოფლიო ცივილიზაციების განვითარებაში.

სხვადასხვა დროსა და საუკუნეში იგი წარმოადგენდა რომის, ბიზანტიის, ლათინთა და ოსმალეთის იმპერიის დედაქალაქს და დღემდე არ კარგავს მის აქტუალობას.

კონსტანტინოპოლი ანუ დღევანდელი სტამბოლი ერთადერთი ქალაქია, რომელიც ერთდროულად აზიისა და ევროპის ტერიტორიაზეა განლაგებული.

სწორედ მისი გეოპოლიტიკური მდებარეობის გამო კონსტანტინოპოლი უძველეს დროში ერთმანეთთან აკავშირებდა მთავარ სავაჭრო გზებს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის.

კონსტანტინოპოლი ძალიან ცნობილი იყო ვაჭრებითა და სავაჭრო ბაზრებით.

ქალაქი იზიდავდა დიდი რაოდენობით უცხოელებს, რომლებიც მას შორეული ქალაქებიდან სტუმრობდნენ საქონლის ყიდვა-გაყიდვის მიზნით.

წარმოიდგინეთ იმპერიული მონეტების ხელიდან ხელში გადაცვლა ან ლოსიონებისა და სურნელოვანი საპნების სუნი, რომელსაც ხშირად თევზის სუნიც ემატებოდა.

ქალაქში ყველაფერი, უმცირეს დეტალებამდეც კი იმპერიის კონტროლს ექვემდებარებოდა და მკაცრად იმართებოდა ქალაქის ეპარქიის მიერ.

ორგანიზებული გილდიების სისტემა ასევე ეხმარებოდა იმპერიას კონსტანტინოპოლის ეკონომიკის კონტროლში. იმპორტირებულ საქონელზე გადასახადს აგროვებდნენ ქალაქის მიერ დანიშნული თანამდებობის პირები, ცნობილია როგორც kommerkiarioi, რომლებიც აგროვებდნენ გადასახადებს ყველა კომერციულ ტრანზაქციაზე და გასცემდნენ ოფიციალურ ბეჭედს მას შემდეგ, რაც საქონელი ხვდებოდა სისტემაში.

კორუფციის შესაძლებლობების შესაზღუდად კომერკიაიოებს ერთწლიანი თანამდებობები ენიჭებოდათ.

ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიზეზი იმისა, რომ კონსტანტინოპოლი ასეთი წარმატებული ადგილი იყო ვაჭრობისთვის მისი გეოგრაფიული მახასიათებლებია.

იგი თითქმის მთლიანად არის გარშემორტყმული წყლით, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო საზღვაო ვაჭრობის განვითარებისთვის.

პორტები საშუალებას აძლევდნენ კონსტანტინოპოლს აქტიურად ჩართულიყო საზღვაო ვაჭრობაში, რასაც თავის მხრივ მოჰქონდა სიმდიდრე და სავაჭრო საქონელი.

საქონელი, რომლითაც ვაჭრობდნენ კონსტანტინოპოლში საკმაოდ მრავალფეროვანი იყო: ზეთი, ღვინო, მარილი, თევზი, ხორცი, ბოსტნეული, სხვა საკვები პროდუქტები, ხე-ტყე და ცვილი.

ასევე, კერამიკა, თეთრეული და ნაქსოვი ქსოვილი. არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ძვირადღირებული ნივთები, როგორიცაა აბრეშუმი, სუნამოები და სანელებლები.

ბიზანტიელები გზებს სხვადასხვა სახელწოდებით ანაწილებდნენ დანიშნულების, გამოყენების ან ხარისხის მიხედვით – მაგალითად, საზოგადოებრივი გზები, ბაზილიკის (იმპერიული) გზები, დიმოსია ან დიმოსიაკი (სახელმწიფო) გზები და სხვ.

ბიზანტიაში სწორი გზების სიგანე ზოგან 6,5 მეტრს აღწევდა. საგზაო ქსელის ფორმირება განაპირობა დასახლებების მდებარეობამ, ასევე ნიადაგის სტრუქტურამ.

კონსტანტინოპოლს რამდენიმე ძირითადი გზა გააჩნდა. ყველაზე პოპულარული მთავარი ქუჩა, მესე (Μέση), ძირითადად იყო ძველი რომაული სამხედრო გზის აღმოსავლეთი ფრთა, რომელიც ცნობილია როგორც Via Egnatia და კვეთდა ბალკანეთის ნახევარკუნძულს.

ნათელია, რომ ბიზანტიის იმპერიის საზღვაო ტრანსპორტის გული დედაქალაქ კონსტანტინოპოლში იყო. მარმარილოს სანაპიროებზე არსებული ნავსადგურები იყო ის ადგილები, საიდანაც ხდებოდა საქონლის ტრანსპორტირება, საზღვაო გზით. აღსანიშნია, რომ ამ ნავსადგურებს მუდმივი მოვლა სჭირდებოდათ, რადგან საკმაოდ სწრაფად ივსებოდა ქვიშით.

ამგვარად, კონსტანტინოპოლის როლი განუსაზღვრელი იყო შუასაუკუნეების სავაჭრო ურთიერთობებში. იგი მთავარ სავაჭრო პუნქტს წარმოადგენდა დასავლეთ ევროპაში საქონლის ტრანსპორტირებისთვის.

სწორედ ამიტომ, კონსტანტინოპოლის დაცემამ სერიოზულად დააზარალა ვაჭრობა ევროპის რეგიონში. ოსმალეთის მიერ ქალაქის დაპყრობამ გავლენა მოახდინა უაღრესად მომგებიან იტალიურ ვაჭრობაზე და თანდათან შეამცირა სავაჭრო ბაზები რეგიონში.

 

 

 

 

 

არ გამოტოვო სპეციალური შეთავაზებები

გამოიწერე GOLDWAY