ტვირთის დაზღვევა და პასუხისმგებლობა გადაზიდვისას

საერთაშორისო სახმელეთო გადაზიდვების სფეროში უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს ტვირთის უსაფრთხო ტრანსპორტირებას და იმას, თუ რამდენად არის მზად გადამზიდავი კომპანია წარმოქმნილი ზიანის შემთხვევაში აიღოს კუთვნილი პასუხისმგებლობა.

ტვირთის უსაფრთხო ტრანსპორტირებაზე ზრუნვა GOLD WAY-ს სიძლიერის ის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორია, რომელსაც განსაკუთრებული ყურადღება ექცევა.

ტვირთის დაზღვევა

აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში ჩვენ გაგვაჩნია სამი ძირითადი პრინციპი:

1.გადამზიდავის პასუხისმგებლობის დაზღვევა

ტრანსპორტირების სფეროში ბევრი ნიუანსის და გარემოების გათვალისწინება არის საჭირო, თუმცა ყველა საკითხის გათვალისწინება შეუძლებელია, ამიტომაც მნიშვნელოვანია ნებისმიერი გადაზიდვის პროცესი დაცული იყოს სხვადასხვა მოულოდნელობებისგან.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენ საქმიანობაზე პასუხისმგებლობა სრულიად დაზღვეულია, რაც ტვირთის დაზღვევასთან ერთად, დამატებითი უსაფრთხოების მექანიზმია ჩვენი მომხმარებლებისთვის.

2.ტვირთის დაზღვევა

გადამზიდავის პასუხისმგებლობის გარდა, ჩვენ ვაზღვევთ თავად ტვირთსაც, რაც საშუალებას გვაძლევს უფრო დაცული გავხადოთ ჩვენი მომხმარებლის ტვირთი.

3.სრული პასუხისმგებლობა ტვირთის აღებიდან საბოლოო დანიშნულების წერტილამდე

ჩვენთვის მნიშვნელოვანია მომხმარებლის სიმშვიდე და ტრანსპორტირების პროცესში წარმოშობილი ნებისმიერი მოულოდენლობის მომენტალურად აღმოფხვრა, რის საშუალებასაც ერთი მხრივ გვაძლევს ჩვენი საქმიანობისა და ტვირთის დაზღვევა და მეორე მხრივ ჩვენი მზაობა, პასუხისმგებლობის სრულიად გაზიარების შესახებ.

GOLD WAY – თქვენი სანდრო და გამოცდილი პარტნიორი საერთაშორისო გადაზიდვებში!

არ გამოტოვო სპეციალური შეთავაზებები

გამოიწერე GOLDWAY