ტრანსპორტირება ანტიკურ სამყაროში
მაღალგანვითარებული ტექნოლოგიური რესურსების ფონზე, ხშირად გვავიწყდება, რომ მრავალფეროვანი დიზაინის, კომფორტული სავარძლებისა და სწრაფ სატრანსპორტო საშუალებებამდე გადასაადგილებლად სხვადასხვა მეთოდი არსებობდა.
ანტიკურ ხანაში სატრანსპორტო საშუალებები ერთმანეთისგან კულტურული მახასიათებლებითაც დიფერენცირდებოდა.
გლობალიზაციამ კი ერთგვარად ქვეყნების საერთო კულტურული კონცეფციაც კი შექმნა. ,,ბრენდის’’ კონცეპტუალიზმი საერთოა, როგორც მსოფლიოს უმსხვილესი ქვეყნის, ისე მცირე მასშტაბის სახელმწიფოსათვის.
ბრინჯაოს ხანის სატრანსპორტო საშუალებას წარმოადგენდა ხის კონსტრუქცია, რომელზეც ცხოველი ჰყავდათ შებმული. ორბორბლიანი საცხენოსნო ეტლი იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინოვაცია ანტიკურ ისტორიაში.
ამგვარი პერსონალური ტრანსპორტის გამოგონება ადამიანის მიერ იყო 200 წლიანი ტექნოლოგიური რევოლუციის გასაღები.
სატრანსპორტო სისტემამ განვითარება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განაგრძო. მიკენური და ძველი არქაული საბერძნეთის ფერწერულ ნამუშევრებში ვხედავთ მსუბუქ, ოთხბორბლიან ეტლებს.
მანქანის ამგვარი სახეობა საფუძველს უყრის პრიმიტიულ დიზაინერულ აქტივობებსა და მნიშვნელოვან როლს თამაშობს ინჟინერიის განვითარებაში.
ძვ. წ. XXII საუკუნეში ტროული ცხენი ცნობილი იყო თავისი სიძლიერით ბორბლებისა და მასზე შებმული ცხენების სიმძლავრის ხარჯზე.
ანტიკური ხანის ინჟინრებმა ცხიმის დახმარებით გამოიგონეს საპოხი ზეთი. ბორბლებიანი სანტრანსპორტო სისტემის ისტორიულ ევოლუციას უკავშირდება ძრავისა და სამუხრუჭე სისტემის გამოგონებაც.
ტრანსპორტი ანტიკურ რომში
ანტიკური რომაელები გადასაადგილებლად იყენებდნენ მიწასა და ზღვას.
რომაული კულტურა ხელოვნების ყველა დარგში ყოველთვის გამოირჩეოდა მოწინავე პოზიციებით. ის იყო მაგალითი მსოფლიოს დანარჩენი ნაწილისთვის.
ისინი განთქმულნი იყვნენ მდინარეებზე ხიდების მშენებლობით. რომაული ლეგიონები აშენებდნენ გზებს, რათა არმიას შეძლებოდა სწრაფად გადაადგილებულიყო იმპერიის ერთი ნაწილიდან მეორეში.
მდიდარი რომაელები გადაადგილდებოდნენ ცხენით ან დახურული ეტლით, იმ შემთხვევაში, თუ გრძელი გზა ჰქონდათ გასავლელი.
სამდინარო ტრანსპორტი მათთვის ასევე მნიშვნელოვანი იყო. ისინი აშენებდნენ დიდ სავაჭრო გემებს -,,კორტიებს’’, რომელსაც შეეძლო 1000ტონა ტვირთის გადაზიდვა.
რომაულ გემებს ჰქონდა მთავარი ანძა, რომელსაც მართკუთხედი აფრები ჰქონდა. ზოგიერთ მათგანს ჰქონდა შუქურა გზის გასაკვლევად.
ანტიკური ინდოეთი
ანტიკურ ინდოეთში ძირითადად ფეხით გადაადგილდებოდნენ, დიდ მანძილებზეც კი.
სატრანსპორტო საშუალებას წარმოადგენდა ასევე მარტივი კონსტრუქციის ურიკები, რომელიც სახმელეთო მთავარ მანქანას წარმოადგენდა.
ჩრდილოეთ ინდოეთში ტრანსპორტის ამ სახეობის მსგავს მეთოდს დღესაც იყენებენ.
ამგვარ ურიკას აბავდნენ წყვილ ცხოველს. მზადდებოდა ხისგან, რომელსაც სპილენძის მცირე დეტალები ჰქონდა.
სამეფოს ზრდასთან ერთად, ელიტარულმა საზოგადოებამ დაიწყო ცხენის ეტლის გამოყენება.
ძვ.წ. Vს-ში განვითარებული იყო ხიდების, გზაჯვარედინებისა და ჯუნგლებში სასიარულო გზების სისტემა. ურიკებიდან სატრანსპორტო სისტემას აქლემები და სპილოებიც შეუერთდნენ.
პალანკინი, იგივე ტახტრევანი ანტიკურ ინდოეთში მდიდრების ფუფუნების საგანს წარმოადგენდა. მისი იდეა დაკავშირებული იყო ღვთაების სიდიადესთან. ბევრ სასახლეში შეხვდებით ტრანსპორტის ამგვარ საშუალებაში გამოსახულ ღმერთის ქანდაკებას.
როგორც ჩანს, ისინი რწმენას ცხოვრების ყველა ასპექტთთან აკავშირებდნენ.
ინდოელები სატრანსპორტოდ ნავებსაც იყენებდნენ. მათ დახვეწეს და განავითარეს საზღვაო მექანიზმი, რითაც ეგვიპტისა და მესოპოტამიის ცივილიზაციას უკავშირდებოდნენ.
ანტიკური საბერძნეთი
ბერძნული კულტურაც განვითარებადი სამყაროს პირველ საწყისებს წარმოადგენს.
ანტიკური ბერძნების სატრანსპორტო საშუალებად გვევლინება ვაგონები და ურიკები. ხალხი ასევე იყენებდა ეტლებს, თუმცა, ძირითადად, მხოლოდ რბოლისა და ომის დროს.
მდიდარ ბერძნებს შეეძლოთ ეყიდათ მონები, პერსონალურად რომ მომსახურებოდნენ ურიკების სატარებლად.
ანტიკურ საბერძნეთში, გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, საზღვაო სატრანსპორტო სისტემა საკმაოდ განვითარებული იყო.
ისინი გემთმშენებლობის ტექნიკას კარგად იცნობდნენ, შესაბამისად, დიდი ზომის ტვირთის გადასატანადაც იყენებდნენ.
გზებისა და ხიდების მშენებლობით ბერძნებიც ლიდერობდნენ. საზოგადოების იერარქიული დიფერენციის ფონზე ეს სამარშუტო გზა გადასაადგილებლად ყველა ფენისთვის ოპტიმალურ შესაძლებლობას წარმოადგენდა.