ზამთრის ლოგისტიკა
ჯერ კიდევ 1920 წელს სატვირთო ტრაილერებს საკვები პროდუქტები ზამთარში გადაჰქონდათ. ამის მიზეზი პროდუქციის თავისებურებებიდან იყო გამოწვეული. გარემოში არსებული დაბალი ტემპერატურა უზრუნველყოფდა ხორცის თუ სხვა მალფუჭებადი პროდუქტების თვისებების შენარჩუნებას.
თუ ტრაილერი ამინდის გაუარესების გამო გზის გაგრძელებას ვერ ახერხებდა, გზის სავალი ნაწილიდან გადადიოდა და ასე ელოდებოდა შტორმის ჩავლას. ამ დროს კი პროდუქცია ინარჩუნებდა მისთვის საჭირო სიცივეს.
დროის სვლასთან ერთად ეს აუცილებლობაც აღარ დგას, რადგან უკვე არსებობს მაცივრით უზრუნველყოფილი კონტეინერები, სადაც თავისუფლად შეიძლება ტემპერატურის კონტროლი.
შეიძლება ითქვას, რომ ზამთრის სუსხიანი ამინდები დიდ გავლენას ახდენს გადაზიდვების პროცესზე და უფრო მეტიც, შეიძლება მისი სრული გაჩერება გამოიწვიოს.
სერვისების ინდუსტრიაში არსებობს ასეთი გამოთქმაც- ზამთარი, როგორც ნელი სეზონი, რაც გულისხმობს, რომ ზამთრის პერიოდში რთულდება მომხმარებლისთვის პროდუქციის დროული მიწოდება.
წარმოიდგინეთ, როდესაც გზა დაფარულია ყინულებითა და თოვლით დიდი ტვირთების გადაზიდვა, რა თქმა უნდა, ძალიან სახიფათოა.
ამ ფაქტის გამო ბევრი სატრანსპორტო კომპანია ცდილობს მიიღოს გარკვეული ზომები, რათა დაიცვას მათი მძღოლები და გადასაზიდი ტვირთი გაუთვალისწინებელი ამინდის გაუარესების დროს.
საერთაშორისო ლოგისტიკა, ზოგადად, ბევრი გამოწვევის წინაშე დგას წლის ნებისმიერ დროს, თუმცა ზამთარი პრობლემებს აორმაგებს, ამიტომ აუცილებელია ამ ყველაფრისთვის წინასწარი მომზადება.
როდესაც მარშრუტი უკვე დაგეგმილია, მნიშვნელოვანია თვალყური ადევნოთ ამინდის პროგნოზს, რათა მზად იყოთ, იმისათვის, რომ შესაძლოა დადგენილი მარშრუტის შეცვლა მოგიწიოთ.
ამინდის მონიტორინგი, ასევე, დაგეხმარებათ მიაწოდოთ განახლებული ინფორმაციები მომხმარებლებსა და საწყობების თანამშრომლებს, იმის შესახებ, თუ რატომ გადაიდო გადაზიდვის პროცესი და რამდენ ხანში მიაღწევთ დანიშნულების ადგილამდე. ასევე, აქტიურად იყენებენ RFID- ის მოწყობილობას, რაც გადამზიდავს ეხმარება ყურადღება მიაქციოს ტვირთების მდებარეობას მოძრაობის დაწყებიდან, რაც განსაკუთრებით აქტუალურია ზამთრის პერიოდში, რათა საფრთხის შემთხვევაში სწრაფი რეაგირება მოჰყვეს. აუცილებელია მუდმივი კომუნიკაციის ქონა გადაზიდვის პროცესში ჩართულ პირებთან, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ ინფორმაციების მიმოცვლისათვის.
მიუხედავად, თანამედროვე ტექნოლოგიებისა, ამინდის მკაცრი პირობები, მაინც უარყოფით გავლენას ახდენს ლოგისტიკაზე.
მათ შორის, იწვევს პროდუქციის წარმოების შემცირებას, რაც უშუალოდ გავლენას ახდენს პროდუქტთა მარაგის შემცირებაზეც. და საბოლოოდ, ხდება ფასების ზრდა. როდესაც ტვირთთა მარაგი მცირდება, მაგრამ მომხმარებელთა მოთხოვნები კვლავ იგივე რჩება, ეს პირდაპირ იწვევს ხარჯების ზრდას.