ტვირთის ტრანსპორტირება ყაზახეთიდან
ტვირთის ყაზახეთიდან გადაზიდვა / ტრანსპორტირება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი მიმართულებაა.
საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის ბოლოს დამყარდა.
ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ძირითად სფეროებს ენერგეტიკა, ტრანსპორტი და სოფლის მეურნეობა წარმოადგენს.
გასულ წელს საქართველოს მთლიანი ექსპორტის დაახლოებით 10% ცენტრალურ აზიაში განხორციელდა, ხოლო აქედან 1.4% ყაზახეთში.
ძირითად საექსპორტო პროდუქციას საკვები და სასმელი, ასევე ტექსტილი და ტანსაცმელი წარმოადგენს.
რაც შეეხება იმპორტს. საქართველოდან ყაზახეთში სხვადასხვა პროდუქციის შესაძენად 16.3 მლნ დოლარი დაიხარჯა. ამის შედეგად იმპორტი 74.7%-ით გაიზარდა.
საქართველოსა და ყაზახეთს შორის პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთქმედებების მაღალი დონე ფიქსირდება.
ამასთან, ყაზახეთი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მსხვილი ინვესტორია რეგიონში.
2022 წლის იანვარ-მარტში, ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 29,46 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
ამასთან, 2021 წელს საქართველოში ყაზახეთიდან 11,02 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციები განხორციელდა. 2022 წლის პირველი ნახევრის მონაცემებით, საქართველოში, ყაზახური კაპიტალის მონაწილეობით, 123 მოქმედი კომპანიაა დარეგისტრირებული.
აღსანიშნია, რომ ყაზახეთი აქტიურად განიხილავს ტვირთების საქართველოს გავლით ტრანსპორტირებას. იმ ფონზე, როდესაც რუსეთი უკრაინაში დაწყებული ომის გამო საერთაშორისო სანქციების სამიზნე გახდა, ყაზახეთი ცდილობს საკუთარი საექსპორტო და სატრანზიტო ტვირთებისთვის ალტერნატიული სამხრეთ კავკასიური დერეფნები მოიძიოს.
ყაზახეთი საქართველოსთან ერთად წარმოადგენს ძალიან მნიშვნელოვან სატრანსპორტო ღერძს.
ამასთან ყაზახეთი დაინტერესებულია, საქართველოში გაზარდოს ხორბლის ექსპორტი.
გარდა ამისა, საქართველოს პორტების გამოყენება ყაზახეთს მისცემს საშუალებას, გაზარდოს ექსპორტი ხმელთაშუა ზღვის აუზში. ეს საკმაოდ რთულ პროექტს წარმოადგენს, რაზეც საჭიროა ერთობლივი ძალისხმევით მუშაობა.
ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად მზადა განახორციელოს ყაზახური და, ზოგადად, ცენტრალური აზიის ქვეყნების ტვირთების ტრანსპორტირება ევროპაში.
2022 წლის დასაწყისში გაჩნდა ვარაუდები, რომ მიმდინარე წელს ყაზახეთი საქართველოს დერეფნით 2-3 მილიონი ტონა ნავთობის ტრანსპორტირებას აპირებდა.
2021 წლის მარტში, ყაზახურ-ქართული ბიზნესის ერთობლივი ინიციატივით შეიქმნა ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანება. ორგანიზაციის მთავარ მიზანს ყაზახეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება და სოციალურ-კულტურული ურთიერთობის განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს.
კომპანია Gold Way გთავაზობთ ტვირთების ტრანსპორტირებას ყაზახეთიდან, ეფექტური პირობებითა და მოქნილი ტარიფებით.