მალფუჭებადი ტვირთის ტრანსპორტირება
მალფუჭებადი ტვირთის ტრანსპორტირება ნებისმიერი ტვირთის ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანა ყოველთვის დიდ პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული, თუმცა დავალება კიდევ უფრო რთულდება, როდესაც ტვირთი მალფუჭებადია. საკვები პროდუქტების იდეალურ მდგომარეობაში შენახვა და ტრანსპორტირება კომპლექსურ, რთულ სისტემას მოითხოვს, რომელიც მოიცავს მიწოდების ჯაჭვის ყველა რგოლს – ჩაბარებიდან მომხმარებლის მაგიდასთან მიღწევამდე. მალფუჭებადია ნებისმიერი პროდუქტი, რომლის ხარისხიც დროის გარკვეულ მონაკვეთში ქვეითდება, მაგალითად ხორცი და […]
კლიმატის ცვლილების გავლენა ლოგისტიკაზე
კლიმატის ცვლილების გავლენა ლოგისტიკაზე მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში ლოგისტიკის ინდუსტრია ისეა აწყობილი, რომ მაქსიმალურად მოერგოს ადგილობრივ კლიმატს. ინფრასტრუქტურის დაგეგმარებისას ინჟინრები ისტორიულ მონაცემებს ეყრდნობიან ამინდისა და სტიქიური მოვლენების შესახებ. მაგალითად, აშშ-ში ხიდები გათვლილია გაუძლოს ისეთ ძლიერ ქარიშხლებს, როგორიც შესაძლოა 100 წელიწადში მხოლოდ ერთხელ ან ორჯერ წარმოიქმნას. კლიმატის სწრაფი ცვლილება ინფრასტრუქტურის მოწყობას მნიშვნელოვნად ართულებს, რადგან ექსპერტებს უფრო და […]
როდემდე გაგრძელდება საკონტეინერო კრიზისი?
როდემდე გაგრძელდება საკონტეინერო კრიზისი? საკონტეინერო კრიზისი კიდევ ერთი სირთულეა, რაც მსოფლიო პანდემიამ გამოიწვია. კონტეინერების ნაკლებობამ მათი ფასების ზრდაზე იმოქმედა, რაც თავისთავად აისახა უშუალოდ პროდუქტების გაძვირებაზე. კონტეინერებს უდიდესი მნიშვნელობა აქვთ მსოფლიო მიწოდების ჯაჭვში. ფაქტობრივად ყველა პროდუქტს, რომელიც ერთი ადგილიდან მეორეზე გადაიზიდება, საზღვაო, სახმელეთო თუ სარკინიგზო ტრანსპორტით, კონტეინერი ესაჭიროება. აზიელი ექსპორტიორები ამბობენ, რომ კონტეინერის მოსაძებნად სამი კვირა […]
ლოგისტიკა ძველ საბერძნეთში
ლოგისტიკა ძველ საბერძნეთში ძველი საბერძნეთის ისტორიაში ხმელთაშუა ზღვას ცენტრალური ადგილი უჭირავს. მოგზაურობისა და ტვირთის გადატანისთვის ეს ყველაზე ეფექტური და ეკონომიური საშუალება იყო მისი მარტივი სანავიგაციო წყლებიდან და ბუნებრივი ნავსაყუდებლებიდან გამომდინარე. საზღვაო ტრანსპორტს თავისი ნაკლოვანებები ჰქონდა – ბერძნული გემების უმეტესობას ცურვა მხოლოდ გვიანი გაზაფხულიდან ადრეულ შემოდგომამდე შეეძლოთ. არახელსაყრელი ამინდი მოგზაურობას მნიშვნელოვნად ართულებდა სხვა პერიოდში. ამიტომ, ხომალდები […]
ევროპული და ამერიკული სატვირთო მანქანები: მთავარი განსხვავებები
ევროპული და ამერიკული სატვირთო მანქანები: მთავარი განსხვავებები არაა აუცილებელი ლოგისტიკის ექსპერტი იყოთ, რომ ევროპულ და ამერიკულ სატვირთო მანქანებს შორის განსხვავება შენიშნოთ. მიზეზები, რამაც სატვირთო ტრანსპორტის მრავალფეროვნება განაპირობა საკმაოდ საინტერესოა. პირველი განმასხვავებელი ფაქტორი რასაც მარტივად დაინახავთ, დიზაინია. ევროპულ სატვირთოებში მძღოლის კაბინა ძრავის ზემოთაა განთავსებული. ეს გადაწყვეტილება მთლიან სატვირთოს მართკუთხა ფორმას აძლევს. ამერიკაში, ავსტრალიასა და რამდენიმე სხვა […]
რა არის ყინულმჭრელი გემი და როგორ მუშაობს?
რა არის ყინულმჭრელი გემი და როგორ მუშაობს? გლობალური ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი რგოლი, საზღვაო გადაზიდვების ინდუსტრია ათასობით ხომალდს აერთიანებს, რომლებიც სხვადასხვა ფუნქციას ასრულებენ. მათი უმრავლესობა ტვირთის გადატანას ემსახურება, თუმცა არანაკლებ დიდი წილი უჭირავთ სამგზავრო და საკრუიზო გემებს. ცალკე კატეგორიაში გადის ხომალდის ერთი სახეობა, რომელიც ყველა სხვისგან განსხვავდება. სამყაროში, რომელიც ყოველდღიურად მჭიდროვდება, ყინულმჭრელი გემები გვიხსნიან გზას ჯერაც […]
ხმელთაშუა ზღვის 6 ყველაზე მნიშვნელოვანი პორტი
ხმელთაშუა ზღვის 6 ყველაზე მნიშვნელოვანი პორტი კომერციული პორტი ზღვისპირა სანაპიროების ერთ-ერთი მთავარი ინფრასტრუქტურული პროექტია. პორტი ერთგვარ ჭიშკარს წარმოადგენს, რომელიც ქვეყნებს სხვადასხვა პროდუქტის მიმოცვლის საშუალებას აძლევს, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს ეკონომიკურ აქტივობასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას. ხმელთაშუა ზღვის სტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარე, აქ განთავსებულ პორტებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ მსოფლიო ლოგისტიკის ინდუსტრიაში. პირეოსის პორტი, საბერძნეთი პირეოსის პორტი […]
ჰაიპერლუპი – სახმელეთო ტრანსპორტი თვითმფრინავის სიჩქარით
ჰაიპერლუპი – სახმელეთო ტრანსპორტი თვითმფრინავის სიჩქარით ჰაიპერლუპის გახმაურებული პროექტი ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა რეალობად ქცევას – კომპანიამ ჰაიპერპორტის კონცეპტი წარადგინა. ჰაიპერპორტი ეკო-მეგობრული, ჩქაროსნული სატრანსპორტო საშუალებაა, რომელიც შეძლებს გაზარდოს საერთაშორისო გადაზიდვების სისწრაფე და ეფექტურობა. ამავდროულად, ინოვაციური სისტემა მნიშვნელოვნად შეამცირებს გარემოს დაბინძურებას და განტვირთავს პორტებს მთელ მსოფლიოში. კონცეპტი, რომელიც ახლა დიზაინის სასერტიფიკატო განხილვას გადის, დღეში 2 800 კონტეინერის […]
ლოგისტიკური გამოწვევები – ტოპ 7
ლოგისტიკური გამოწვევები – ტოპ 7 სატრანსპორტო სისტემა და ლოგისტიკა მსოფლიო ეკონომიკის ხერხემალი და მთავარი მამოძრავებელი ძალაა ყველა სექტორისთვის, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო, საწარმოო თუ სერვისის მიმწოდებელი ინდუსტრიებისთვის. ისევე, როგორც ყველა სხვა სფერო ჩვენს დროში, ლოგისტიკაც მუდმივად იცვლება და ვითარდება. ტექნოლოგიური წინსვლა მნიშვნელოვნად ცვლის მომხმარებლის მოთხოვნებსა და სახელმწიფო რეგულაციებს. საერთო ჯამში, ინდუსტრიის მომავალი საკმაოდ ოპტიმისტურად გამოიყურება, თუმცა […]