ტვირთის ტრანსპორტირება ყაზახეთიდან – გადაზიდვა

ტვირთის ტრანსპორტირება ყაზახეთიდან ტვირთის ყაზახეთიდან გადაზიდვა / ტრანსპორტირება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი მიმართულებაა. საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის ბოლოს დამყარდა. ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ძირითად სფეროებს ენერგეტიკა, ტრანსპორტი და სოფლის მეურნეობა წარმოადგენს. გასულ წელს საქართველოს მთლიანი ექსპორტის დაახლოებით 10% ცენტრალურ აზიაში განხორციელდა, ხოლო აქედან 1.4% ყაზახეთში. ძირითად საექსპორტო პროდუქციას საკვები […]
კონსტანტინოპოლის როლი შუასაუკუნეების ლოგისტიკაში

კონსტანტინოპოლის როლი შუასაუკუნეების ლოგისტიკაში უდიდესი ისტორიის მქონე ქალაქი კონსტანტინოპოლი უდიდეს როლს თამაშობდა მსოფლიო ცივილიზაციების განვითარებაში. სხვადასხვა დროსა და საუკუნეში იგი წარმოადგენდა რომის, ბიზანტიის, ლათინთა და ოსმალეთის იმპერიის დედაქალაქს და დღემდე არ კარგავს მის აქტუალობას. კონსტანტინოპოლი ანუ დღევანდელი სტამბოლი ერთადერთი ქალაქია, რომელიც ერთდროულად აზიისა და ევროპის ტერიტორიაზეა განლაგებული. სწორედ მისი გეოპოლიტიკური მდებარეობის გამო კონსტანტინოპოლი უძველეს დროში […]
თვირთმართვადი სატვირთოები

თვირთმართვადი სატვირთოები კომპანიები, როგორიცაა Tesla, Uber, Cruise და Waymo გვპირდებიან ისეთ მომავალს, სადაც მანქანები ძირითადად მობილური რობოტების სახით იქნებიან წარმოდგენილი და სმარტფონების გამოყენებით, მხოლოდ რამდენიმე ღილაკზე ხელის დაჭერით, მიგვიყვანენ ჩვენთვის სასურველ დანიშნულების ადგილამდე. მანამდე კი სატვირთო მანქანები ნელ-ნელა და ჩუმად დგამენ ნაბიჯებს ამ განვითარებისკენ. თვითმართვადი სატვირთოები დიდ გარდატეხას მოახდენს ლოგისტიკის სფეროში. როგორც ამბობენ თვითმართვადი სატვირთოები […]
ვაჭრობა ქვის ხანაში

ლოგისტიკა და ვაჭრობა ქვის ხანის პერიოდში ვაჭრობის განვითარება ერთ-ერთი საინტერესო პროცესია კაცობრიობის ისტორიაში. ადამიანები საუკუნეების განმავლობაში პროგრესირებოდნენ და სცდებოდნენ შემოსაზღვრულ გეოგრაფიულ საზღვრებს, რაც ხელს უწყობდა სხვადასხვა თემს შორის სავაჭრო ურთიერთობების ჩამოყალიბებას. ქვის ხანა დაახლოებით 2.6 მილიონი წლის წლის წინ დაიწყო. ამ ეპოქაში ხალხი სანადიროდ ქვის იარაღს იყენებდა და ეს მათთვის საკმარისი იყო. ისინი გადაადგილდებოდნენ ერთი […]
საწვავის ზრდის ეფექტი ბიზნესზე

საწვავის ზრდის გავლენა ბიზნესზე მცირე სატვირთო კომპანიები განიცდიან ზარალს საწვავის საგრძნობლად ზრდის გამო საწვავის ხარჯი უპრეცედენტო ტემპით გაიზარდა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რამაც დიდი გამოწვევების წინაშე დააყენა ტვირთმზიდები, რომლებიც მუშაობენ შედარებით მსუბუქ კაპიტალზე. მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების გამო, საწვავის ფასების სწრაფმა ზრდამ ლოგისტიკურ კომპანიებს და მათ მომხმარებლებს გარკვეული შეფერხებები შუექმნა. დამოუკიდებელი კომპანიები ყველაზე მეტად ექვემდებარებიან […]
ზამთრის ლოგისტიკა

ზამთრის ლოგისტიკა ჯერ კიდევ 1920 წელს სატვირთო ტრაილერებს საკვები პროდუქტები ზამთარში გადაჰქონდათ. ამის მიზეზი პროდუქციის თავისებურებებიდან იყო გამოწვეული. გარემოში არსებული დაბალი ტემპერატურა უზრუნველყოფდა ხორცის თუ სხვა მალფუჭებადი პროდუქტების თვისებების შენარჩუნებას. თუ ტრაილერი ამინდის გაუარესების გამო გზის გაგრძელებას ვერ ახერხებდა, გზის სავალი ნაწილიდან გადადიოდა და ასე ელოდებოდა შტორმის ჩავლას. ამ დროს კი პროდუქცია ინარჩუნებდა მისთვის საჭირო […]
საზღვაო გადაზიდვები ძველ რომში

საზღვაო ლოგისტიკა ძველ რომში ყველა გზა რომში მიდის რომაული ცივილიზაციის გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა დასავლური ცივილიზაციის განვითარება და ეს ერთი გამონათქვამითაც გამოიხატება- ყველა გზა მიდის რომში. უძველესი რომაელები ამაყობდნენ იმ საგზაო სისტემით, რაც შექმნეს იმპერიის გარშემო. სწორედ ამ გამოცდილებამ ძალიან დიდი როლი ითამაშა საზღვაო ლოგისტიკის ჩამოყალიბებაშიც. ჯერ კიდევ ძვ.წ მე-3 საუკუნეში რომი მიხვდა, რომ მის […]
სატვირთო მატარებელი

სატვირთო მატარებელი – როლი & ისტორია თანამედროვე ტრანსპორტირება წარმოუდგენელია სარკინიგზო მატარებლის გარეშე. ეს არის ტრანსპორტი, რომელმაც ინდუსტრიული რევოლუცია მოახდინა და წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ საშუალებას ერთი ადგილიდან მეორეზე გადასაადგილებლად. შეგვიძლია ვთქვათ, რომ სარკინიგზო ტრანსპორტის პრე-ისტორია ჯერ კიდევ 2000 წლის წინ დაიწყო. მაშინ როდესაც ეგვიპტეში შეამჩნიეს, რომ ცხოველები, რომლებსაც ურმებით ტვირთები გადაჰქონდათ უფრო ნაკლებ ენერგიას დახარჯავდნენ თუ […]
საზღვაო კონტეინერების ისტორია

საზღვაო კონტეინერების ისტორია საზღვაო კონტეინერები ჩვენს ყოველდღიურობაზე დიდ ზეგავლენას ახდენს, მაგრამ რეალურად რა ვიცით მის შესახებ? პროდუქტთა უდიდესი პროცენტი, ერთი ადგილიდან მეორემდე სწორედ მისი დახმარებით გადაიტანება. დაახლოებით 17 მილიონზე მეტი კონტეინერი ცირკულირებს მსოფლიოშო. საბოლოო ჯამში, წლიურად, 200 მილიონი გადაზიდვა სრულდება. პირველი კონტეინერის დიზაინი ეკუთვნის კეიტ ტენტლინგერს, რომლის დაპროექტებული გეგმის განხორციელებას ყველა დიდი ინტერესით ელოდა, თუმცა […]
